...აბესალომს!“** ()? და როცა დასაწყისში თავის ძმებს ელაპარაკებოდა, რომლებიც მომავალი გამარჯვების გამო შურით იწვოდნენ და ავი თვალით უყურებდნენ, გაიაზრე, როგორი სიმშვიდით ესაუბრება მათ და ამბობს: „ანუ სიტყუანი არიანა სამე?“ (). მოსე კი? მათთვის, ვინც მას ქვებს ესროდა, მათთვის, ვინც, რამდენადაც მათზე იყო დამოკიდებული, სასიკვდილოდ იმეტებდა, მოისმინე, რას ამბობს: „და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ. უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე“ (). და კვლავ, როცა სხვები მას შურისაკენ აღძრავდნენ და აღშფოთებისაკენ აქეზებდნენ, მან ის ბრძნული სიტყვები წარმოთქვა: „და ვინ მომცეს ყოველი ესე ერი წინასწარმეტუელად“ ()? ხოლო იმ დისათვის, რომელმაც კვლავ შეურაცხყო იგი, რაოდენ დიდ ვედრებას აღავლენს! და მრავალ სხვა ადგილშიც შეიძლებოდა ვინმეს ენახა მისი სიმ...
28. და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე დავითისი ელიაბს, ძმასა მისსა უხუცესსა, რომელსა ეტყოდა კაცთა მათ, განრისხნა ფრიად დავითისათჳს და ჰრქუა: შენ მო-ვე-რა-ხვედ აქა, ანუ ვის დავედრენ უბადრუკნი იგი საცხოვარნი უდაბნოსა? მე უწყი ამპარტავანება ეგე შენი და სიბოროტე, რასა იქ სილაღითა, რამეთუ მოსრულ ხარ აქა ხილვად ღუაწლსა ბრძოლისასა.29. მიუგო დავით და ჰრქუა: რაჲ მიყოფიეს, ანუ რაჲ გავნე, ანუ სიტყუანი არიანა სამე?30. და წარვიდა დავით სხუასა ადგილსა და მასვე იტყოდა, და მიერ ერისაგან მიუგეს პირველისაებრვე სიტყჳსა.
პირველი მეფეთა თავი 17