...ეხვევით, — დაძაბული გონებით მოვუსმინოთ ნათქვამს, რათა კეთილშობილი და მაღალი შეძენით სახლში დავბრუნდეთ. მაშ, რას ნიშნავს: „შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს"? უპირველეს ყოვლისა, რიცხვი შვიდი საღვთო წერილში სიმრავლის მნიშვნელობით გამოიყენება და ეს ბევრგან შეიძლება ნახოთ, მაგალითად: „ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ" () და სხვა მსგავსი. აქ კი ცოდვის სიმძიმეზე მიგანიშნებენ, იმაზე, რომ მან (კაინმა) არა ერთი ცოდვა ჩაიდინა, არამედ შვიდი, და თითოეული ცოდვისთვის დიდი სასჯელი ეკუთვნოდა. როგორ ჩამოვთვალოთ ისინი? თუ დავთვლით, პირველი ცოდვა ის არის, რომ ძმას შეშურდა ღვთის მისადმი კეთილგანწყობისთვის: და ეს ერთი ცოდვაც საკმარისი იყო მის სიკვდილით დასასჯელად; მეორე — რომ საკუთარ ძმას შეშურდა; მესამე — რომ ხერხი იხმარა; მეოთხე — რომ მკვლელობა ჩაიდინა; მეხუთე — რომ ძმა მოკლა; მეექვსე — რომ პირველმა ჩაიდინა მკვლელობა; მეშვიდე — რომ ღმერთს მოუტყუა. ხომ დაიმახსოვრეთ ნათქვამი? ან თუ გინდათ, კვლავ ჩამოვთვალოთ ეს ცოდვები, რათა ნახოთ, როგორ თითოეული მათგანი ცალკეც საკმარისი იყო მის (კაინის) უმძიმესი სასჯელისთვის. ვინ მიუტევებს ადამიანს, რომელიც სხვას ღვთის კეთილგანწყობის გამო შურს? აჰა, ერთი, მაგრამ უდიდესი და მიუტევებელი ცოდვა. შემდეგ ეს ცოდვა კიდევ უფრო მძიმდება...
პირველი მეფეთა 2:5
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...და მრავალმოწყალემან ღმერთმან ჩუენმან: „არა გეტყჳ შენ ვიდრე შჳდგზისამდე, არამედ სამეოცდაათჯერ შჳდგზის“. არა თუ რიცხჳ განაწესა აქა, არამედ ურიცხჳ და სამარადისოჲ საქმე მოასწავა. რამეთუ ვითარცა ოდეს თქუას ვინ, თუ: ბევრეულგზის, სიმრავლესა მოასწავებს, და რომელი-იგი წერილ არს, ვითარმედ: „ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ“, ფრიადსა მას სიმრავლესა მოასწავებს შვილთა ბერწყოფილისა მის ეკლესიისათა; ეგრეთვე აქა, თქუა რაჲ, თუ: „სამეოცდაათჯერ შჳდგზის“, არა რიცხუსა შინა შეაწყუდია მიტევებაჲ ცთომათაჲ მოყუსისათა, არამედ სამარადისოჲ და აურაცხელი საქმე განაწესა და ესევითარი ესე მცნებაჲ იგავითა ამით შემდგომად თქუმულითა დაამტკიცა. და რაჲთა ვერვინ თქუას, თუ მძიმე არს მცნებაჲ ესე - სამეოცდაათჯერ შჳდგზის მიტევებაჲ ცთომათა მოყუსისათა, - ამისთჳს შესძინა იგავი იგი, რაჲთა სიტყუაჲ თჳსი დაამტკიცოს და გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ არა გჳჴმს ამას ზედა ზუაობაჲ და ფრიად არა ძნელ არს საქმე ესე, არამედ ადვილ. ამისთჳს თჳსი იგი კაცთმოყუარებაჲ შორის შემოიღო, რაჲთა მსგავსებითა მით სცნა, ვითარმედ დაღაცათუ სამეოცდაათჯერ შჳდგზის მიუტევნე ცთომანი მოყუსისანი, დაღაცათუ მარადღე ურიცხუჯერ ამას იქმოდი, ვითარცა წუეთი ერთი ურიცხუთა მათ თანა წყალთა ზღჳსათა მცირე არს და არარაჲ, ესოდენ და ფრიად ამისა...