...ედ ჴელმან უფლისამან ტანჯნა ქალაქნი ესე. უკუეთუ არა წარვიდენ მართლიად, არამედ გინა თუ უმწყთა მათ დიაკეულთა უღელი შემუსრონ, ანუ უმეცრებისათჳს გზისა სხუად წარვიდენ, ანუ სურვილითა ჴბოთა მათ-თაჲთა მართლუკუნიქცენ, საცნაურ იყოს, ვითარმედ არა მან ავნო ქალაქთა ამათ, არამედ შემთხუევით რაჲმე შეემთხჳა სენი ესე“. ვინაჲთგან ესრეთ თქუეს მისანთა მათ და ქმნეს მთავართა სიტყჳსაებრ მათისა, დაამტკიცა ღმერთმან სიტყუაჲ იგი მისანთაჲ და აღასრულა, რომელი მათ სასწაულად დაედვა. არა თუ სიტყუაჲ მისანთა და ქურუმთაჲ სათნო იყო ღმრთისა, არამედ გონებასა მას უგულისჴმოებისა და სიზრქისა მათისასა მიაყვანა საქმე იგი და არა უღირს-იჩინა სიტყუასა მას მისანთასა დამტკიცებად საქმით და ჩუენებად ერისა, ვითარმედ რაჲ-იგი მათ თქუეს, საქმით აღესრულა; არამედ იხილა რაჲ, ვითარმედ სარგებელ არს საქმე იგი მრავალთადა, რაჟამს წინამძღუარნი წინააღმდგომთანი მოწამე იყვნენ ჭეშმარიტებისა მის და ძლიერებისა ღმრთისა, საქმით განაგო სიტყჳსა მათისა დამტკიცებაჲ.
ეგრეთვე კუალად საქმე იგი ულუკისაჲ მის მუცლითმეზღაპრისა, რომელი იქმნა საულის ზე, ამისვე განგებულებისა წესსა მსგავს არს, და სხუაჲ ესევითარი მრავალი იპოების, რომელი ქმნა ღმერთმან განგებულებით უძლურებისათჳს კაცთაჲსა, თანამიყოლად ჩუეულებისა...