მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 2

სახარებაჲ მათესი 2 განმარტებები

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).

ფრიადი მღჳძარებაჲ გჳღირს და ლოცვაჲ, რაჲთა ჯეროვნად გულის-ჴმა-ვყვნეთ სიტყუანი ესე და ვცნათ, თუ ვინ იყვნეს მოგუნი ესე და ვინაჲ მოვიდეს და ვითარ, ანუ ვინ ასწავა მათ, და რაჲ იყო ვარსკულავი იგი. ესე ყოველი საძიებელ არს ცნობად....

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (2,4-5).

იხილეა, ვითარ ყოველივე სამხილებელად ჰურიათა იქმნებოდა? რამეთუ ვიდრემდის არა ეხილვა იგი, დაღაცათუ სმენითა ოდენ შობისა მისისაჲთა აღშფოთნეს, არამედ ჯერეთ შური იგი მათი არა აღტყინებულ იყო საჴუმილად დიდად, ამისთჳს ჭეშმარიტებით მიუთხრნეს წამებანი იგი საწინაწარმეტყუელოთა ჴმათანი ჰეროდეს. ხოლო უკუანაჲსკნელ, ოდეს მიუთხრობელნი...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოვიდეს სახლსა და იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა მისისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას“ (2,11).

ხოლო ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „მიაწვინა იგი ბაგასა, რამე-თუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას“.1 ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ, ვი-თარმედ შვა რაჲ ნაშობი იგი საკჳრველებით დიდებული დედამან მან და ქალწულმან, მიაწვინა იგი ბაგასა სიტყჳსაებრ ლუკაჲსა, რამეთუ არა იყო ადგილ სავანესა მას, და მწყემსთა პოეს იგი მწოლარე ბაგასა, ხოლო კუალად აღიქუა იგი დედამან მან...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ჰეროდე ვითარცა იხილა, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად“ (2,16).

არა განრისხებაჲ ჯერ-იყო, არამედ უფროჲსად შეშინებაჲ და შეკდიმებაჲ და ცნობაჲ, ვითარმედ შეუძლებელთა საქმეთა ჴელ-ყოფაჲ არა უჴმს, არამედ არა შეიკდიმა უკეთურმან მან, არცა შეიგონა. რამეთუ ოდეს ფიცხელი და უკურნებელი სული იპოოს, შეპყრობილი სენითა საეშმაკოჲთა, არარას შეიწყნარებს ღმრთისა მიერ მოცემულსა წამალსა. და აწ იხილე ურჩულოჲ იგი, ვითარ გარდაჰმატებს უკეთურებასა თჳსსა და მკლველობასა ზედა...

სარჩევი