მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 109:6

5. უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისა მეფენი.6. საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა.7. ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი.
ფსალმუნნი თავი 109
6. საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა.
ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ ().

1. ქრისტეს უფალობა და იუდეველთა მხილება

აღვდგეთ, გთხოვთ, და ყურადღება მოვიკრიბოთ. რადგან ფსალმუნი ფრიად დიად საღვთისმეტყველო ჭვრეტებზე გვესაუბრება; იგი მწვალებლობის მხოლოდ ერთ სახეობას კი არ უპირისპირდება, არამედ – მრავალგვარსა და განსხვავებულს. იგი საბრძოლველად განეწყობა იუდეველთა, პავლე სამოსატელის, არიოზის თანამოაზრეთა, მარკიონის მიმდევართა, მანიქეველთა და ყველას წინააღმდეგ, ვისაც აღდგომისა არ სწამს. რადგან საბრძოლო წყობა ამდენთა წინააღმდეგაა მიმართული, ჩვენც მრავალი თვალი გვჭირდება, რათა ზედმიწევნით განვჭვრიტოთ ეს შერკინებანი. რადგან საერო ასპარეზობებში, მაყურებელს მხედველობიდან თუნდაც რაიმე გამორჩეს ამ შერკინებათაგან, ეს მას არაფერს ავნებს; ვინაიდან იქ სანახაობა დასამოძღვრად კი არ იმართება, არამედ – საამებლად. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის