მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 109:7

6. საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა.7. ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი.
ფსალმუნნი თავი 109
7. ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი.
ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ ().

1. ქრისტეს უფალობა და იუდეველთა მხილება

აღვდგეთ, გთხოვთ, და ყურადღება მოვიკრიბოთ. რადგან ფსალმუნი ფრიად დიად საღვთისმეტყველო ჭვრეტებზე გვესაუბრება; იგი მწვალებლობის მხოლოდ ერთ სახეობას კი არ უპირისპირდება, არამედ – მრავალგვარსა და განსხვავებულს. იგი საბრძოლველად განეწყობა იუდეველთა, პავლე სამოსატელის, არიოზის თანამოაზრეთა, მარკიონის მიმდევართა, მანიქეველთა და ყველას წინააღმდეგ, ვისაც აღდგომისა არ სწამს. რადგან საბრძოლო წყობა ამდენთა წინააღმდეგაა მიმართული, ჩვენც მრავალი თვალი გვჭირდება, რათა ზედმიწევნით განვჭვრიტოთ ეს შერკინებანი. რადგან საერო ასპარეზობებში, მაყურებელს მხედველობიდან თუნდაც რაიმე გამორჩეს ამ შერკინებათაგან, ეს მას არაფერს ავნებს; ვინაიდან იქ სანახაობა დასამოძღვრად კი არ იმართება, არამედ – საამებლად. <span...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).:

...უჩნს და მფრინველთა ცისათა სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“. ;

ამისთჳს უფროჲსსა ჟამსა მთათა შინა არნ. ამას მოასწავებდა დავითცა და იტყოდა, ვითარმედ: „ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას მან“. რამე-თუ იხილე, ვითარ აღესრულა წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი ამას ადგილსა, რაჟამს „დამაშურალი გზისა სლვისაგან იესუ ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ“ (4,6-8).

ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ უნდოებით იყოფოდა სოფელსა შინა უფალი და გარეწარად აქუნდა საზრდელისა საქმჱ. რამეთუ ამას გამოაჩინებს, რაჟამს თავსა ჴუვილისასა მუსრვიდეს, ; ; და ლეღჳსა მის მივიდა, რაჲთამცა პოვა ჭამადი, ; და აქაცა არარაჲ აქუნდა და არცა ეზრუნა პირველ ჟამისა, არამედ მაშინ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ო ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა და მათისა მის მჴედრობისათჳს:

...იად უჴმარ არიან. იხილეა ბრწყინვალე ესე ძლევაჲ? რომელსა, ყოვლისა სოფლისა მჴედრობანი თუ ერთად შეკრბენ, ვერ აღასრულებენ, ამას ერთი დაბებკულითა ძაძითა მოსილი მონაზონი აღასრულებს. რამეთუ ჰბაძვენ იგინი მეუფესა თჳსსა, რომლისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას მან; ამისთჳს აღამაღლოს თავი“. ესე იგი არს, ლიტონი და გლახაკობისა ცხორებაჲ აღირჩიოს, მო-რაჲ-ვიდეს ქუეყანად, და სასუმლად მისა იყოს წყალი. ამისთჳს აღამაღლოს ბუნებაჲ იგი, რომელი ჩუენგან მიიღოს.

ეგევითარი აქუს მოღუაწეთა მათ მოქალაქობაჲ; ამისთჳს მძლენი არი ან უხილავსა მას შინა წყობასა. და სხუანიცა მრავალნი ჰპოვნე მათ მიერ მოკლულნი ვნებანი და ამაონი გულისთქუმანი, რომელთა მონა არიან მეფენი, მთავარნი და ძლიერნი სოფლისანი. მივედ ტაბლათა მათთა და იხილნე თითოსახენი გულისთქუმანი, ჴელოვნებანი მზარაულთანი, შჯულის-დებანი მათისა მის ვერაგობისანი, თითოფერთა მფრინველთა და ოთხფერჴთა დაწყუედანი, თითოგუართა ტკბილთა და ხილთა განწესებანი, პირად-პირადთა ღჳნოთა და თაფლუჭთა შეზავებანი, გუარად-გუარადად ტაბლისა შემკობანი, წიგნნი აღწერილნი ესევითართა განგებულებათათჳს, განწყობილნი მწდეთა და ტრაპეზთმოძღუართა და ზემდგომელთანი, სიმრავლენი მოკიცხართა და მემღერთა და მგოსანთანი, სიქადულნი გრძ...

სრულად ნახვა