„დასასრულსა, მერვისათჳს ფსალმუნი დავითისი“ (). სხვა: „გამარჯვების მომნიჭებელს, მერვისათვის.“ ებრაელი კი ამბობს: „ასემინით.“
„მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტნი ძეთა კაცთაგან.“ (). სხვა: „რამეთუ მოაკლდნენ სარწმუნონი ძეთა კაცთაგან.“
1. სათნოება და ჭეშმარიტება კეთილთა სიმცირეში
სათნოება ძნელია და თავისთავადაც ძნელად აღსასრულებელი; მით უმეტეს, როდესაც სათნოების აღმასრულებელი კეთილ კაცთა სიმცირეში იმყოფება. როგორც მგზავრობა შრომას მოიტანს, ბევრად უფრო მეტად კი მაშინ, როცა მგზავრი მარტოა და არავინ ჰყავს გზის თანაზიარი, სწორედ ასევეა აქაც. რადგან ძმათა თანაზიარება და ნუგეში მცირე რამ არ არის. ამიტომაც პავლე ამბობს: „და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა“ (). <span...