მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 11:2

1. დასასრულსა, მერვისათჳს ფსალმუნი დავითისი2. მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტნი ძეთა კაცთაგან.3. ამავოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა.
ფსალმუნნი თავი 11
2. მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტნი ძეთა კაცთაგან.
ფსალმუნი 11-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, მერვისათჳს ფსალმუნი დავითისი“ (). სხვა: „გამარჯვების მომნიჭებელს, მერვისათვის.“ ებრაელი კი ამბობს: „ასემინით.“

„მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტნი ძეთა კაცთაგან.“ (). სხვა: „რამეთუ მოაკლდნენ სარწმუნონი ძეთა კაცთაგან.“

1. სათნოება და ჭეშმარიტება კეთილთა სიმცირეში

სათნოება ძნელია და თავისთავადაც ძნელად აღსასრულებელი; მით უმეტეს, როდესაც სათნოების აღმასრულებელი კეთილ კაცთა სიმცირეში იმყოფება. როგორც მგზავრობა შრომას მოიტანს, ბევრად უფრო მეტად კი მაშინ, როცა მგზავრი მარტოა და არავინ ჰყავს გზის თანაზიარი, სწორედ ასევეა აქაც. რადგან ძმათა თანაზიარება და ნუგეში მცირე რამ არ არის. ამიტომაც პავლე ამბობს: „და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა“ (). <span...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 119-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მშვიდობა მშვიდობის მოძულეთა შორის:

...ასევე იქცეოდნენ სხვა წინასწარმეტყველნიც, როცა ამჟამინდელი ცხოვრების გამო გლოვობდნენ და ამბობდნენ: „ვაჲ მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქუეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს“ (); და თვით ესეც ამბობს: „მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ“ (). რადგან ცხოვრება მხოლოდ იმით კი არ არის მძიმე, რომ მრავალი ამაოება და უდროო საზრუნავი აქვს, არამედ იმითაც, რომ ბოროტთა მოზღვავებაც დიდია. ასეთებთან ურთიერთობაზე უფრო მძიმე და ძნელი კი არაფერია. რადგან კვამლი და სიმშრალე ისე არ ამძიმებს თვალებს, როგორც ბოროტებთან ურთიერთობა სულებს შფოთში აგდებს. ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტეც აჩვენებს ასეთი ცხოვრების სიმძიმეს? რადგან როდესაც ამბობს: „ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა?“ (), სწორედ ამას მიანიშნებს: „დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა“ ()....

სრულად ნახვა