...მბობს: „რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ" (). თავი ყველა ბორკილისაგან გაითავისუფლეს. ჭეშმარიტად, „ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა" ().
5.
იქ არასოდეს არის შესაძლებელი არც გოდების, არც მოთქმის მოსმენა; სუფთაა იმ საზიზღრობათაგან ის ჭერი, სუფთაა ამგვარი ყვირილისგან. რადგან მათ შორისაც კვდებიან; სხეულით უკვდავნი ხომ არ არიან; მაგრამ სიკვდილს სიკვდილად არ ცნობენ. გარდასულებს საგალობლებით მიაცილებენ; ამას გაცილებას უწოდებენ, არა გამოსვენებას. და თუ ეუწყებათ, რომ ესა და ეს გარდაიცვალა, დიდია სიხარული, დიდია სიამოვნება; უფრო სწორად, ვერც კი ბედავს ვინმე თქმას, ესა და ეს გარდაიცვალაო, არამედ ამბობს: ესა და ეს სრულყოფილ იქმნაო. შემდეგ არის მადლობის შეწირვა, დიდი დიდებისმეტყველება, სიხარული, რადგან თითოეული ლოცულობს, რომ ასეთი აღსასრული მიიღოს, ასე გამოვიდეს ამ ბრძოლიდან, განისვენოს...