მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 117:2

1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;2. თქუნ სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;3. თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
ფსალმუნნი თავი 117
2. თქუნ სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“ (23,39).:

..., თუ „ამიერითგან“, არა მის ჟამისათჳს თქუა, ოდეს ამათ სიტყუათა იტყოდა, არამედ ჟამითგან ჯუარ-ცუმისა მისისა, რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს ძე ღმრთისაჲ, თანასწორი მამისაჲ, და იგი არს, რომელი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ იტყოდა, რამეთუ ესევე სიტყუაჲ წინაჲთვე დავით ქადაგა: „კურთხეულ არს მომავალი სახელი-თა უფლისაჲთა“. ამათ სიტყუათა მიერ აღდგომაჲ მოასწავა და მეორედ მოსლვაჲ, და ვითარმედ მაშინ ყოველთა თაყუანი-სცენ მას, და ყოველი მუჴლი მოდრკეს.

არქუთ ურწმუნოთა ჰურიათა, უკუეთუ არა აღესრულნესა ყოველნი სიტყუანი უფლისანი? თქუა, ვითარმედ: „მოგივლინნე წინაჲსწარმეტყუელნი და ბრძენნი, და მოსწყჳდნეთ იგინი. და დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად, და შეგემთხჳნენ ჭირნი და ბოროტნი ურიცხუნი“. არა აღესრულაა ესე ყოველი? ჰე, ჭეშმარიტად, და ვერ გუაცილობენ. აწ უკუე ვითარცა ესე ყოველი აღესრულა, ეგრეთვე მეორედ მოსლვაჲ მისი აღესრულების, და ყოველთავე ადიდონ იგი და თაყუანის-სცენ. არამედ მაშინ არცა ურწმუნოთა სარწმუნოებად მოსლვაჲ ერგების, არცა უნანელთა - სინანული.

სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ვიდრე ჟამიღა გუაქუს, ვიქმოდით კეთილსა, რამეთუ არცა მენავეთმოძღუარსა, უკუეთუ უდებებითა თჳსითა დაანთქას ნავი თჳსი, არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ (ფსალმ. 117,22-23); (შდრ. ესაია 28,16) (21,42).:

...ველითგან მოასწავებდა და ღმერთი განაჩინებდა სასჯელსა მას, ამის-თჳს წინაჲსწარმეტყუელისა იგი სიტყუაჲ წარმოიღო სამხილებელად მათდა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ ; (21,42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო გამოაჩინა განვრდომაჲ იგი ჰურიათაჲ და შეწყნარებაჲ წარმართთაჲ. ესე საქმე ქანანელისაგანცა მოასწავა და ასისთავისაგანცა და კარაულისაგანცა და სხუათა მრავალთა სახეთაგან. ეგრეთვე აქა ესე აუწყა. ამისთჳს იტყჳს: „უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“.

რომელსა იტყჳს უფლისა მიერ ყოფად და საკჳრველად წინაშე თუალ-თა ჩუენთა? შენაწევრებასა მას განყოფილთა მათ კიდეთასა. ესე იგი არს, ვითარმედ წარმართნი მოვიდენ სარწმუნოებად, და ჰურიათაგან რომელ-თაცა ჰრწმენეს, ერთ იქმნენ მათ თანა. რომელთა შორის პირველ ფრიადი და ურიცხჳ იყო განყოფილებაჲ და მტერობაჲ, რომელთა შეერთებაჲ ძნელ იყო და საკჳრველ.

„ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურ-თა“. ლოდად ქრისტეს უწესს და მაშენებელად იტყჳს მოძღუართა მათ ჰურიათა, მწიგნობართა და ფარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და ერი იგი, რომელი წინაუვიდოდა და რომელი უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მა-ღალთა შინა!“ (21,8-9).:

...ს, ზაქარია და დავით; იგი იტყოდა: „არქუთ ასულსა სიონისასა...“ (ზემოწერილნი იგი სიტყუანი), ხოლო დავით ღაღადებდა: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ“; და „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“. რამე-თუ რასა აწ ერნი ესე გალობდეს, მან პირველვე ქადაგა. ხოლო შენ იხილე ჰურიათა მათ დაბრმობილთა ვერაგობაჲ, რამეთუ ერი იგი მარტივი და ფრიადისა უკეთურებისაგან თავისუფალი და ყრმანი იგი უმანკონი მიეგებვოდეს უფალსა, ხოლო სხუანი იგი განცჳბრებულ იყვნეს, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი იტყოდა: ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ“ (21,10-11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესოდენნი საკჳრველებანი მისნი ეხილნეს და არაოდეს ესრეთ განკჳრვებულ იყვნეს, ხოლო აწ, იხილეს რაჲ ერი თანამავალად, განკჳრდეს, ესრეთ უგუნურ იყვნეს და მოშურნე. ხოლო ერიცა იგი, რომელი იტყოდა: „ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იესუ“, უმეცრებისაებრ თჳსისა იტყოდა, რამეთუ ხედვიდეს სიმდაბლესა უფლისასა და სიმაღლესა მისსა უმეცარ იყვნეს, ვითარმედ იგი არს მეუფე და ღმერთი ყო...

სრულად ნახვა