მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 118:62

61. საბელნი ცოდვილთანი მომეხჳნეს მე, და შჯული შენი მე არა დავივიწყე.62. შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა.63. შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი.
ფსალმუნნი თავი 118
62. შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...„ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა"** (); და: „შჳდგზის დღესა შინა გაქებდი შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა" (); და კვლავ: „შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა" ()2; და: „ხოლო ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა" (); და: „ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ" ()2; და კვლავ: „არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა" ()2; და კვლავ: „შევირაცხენით, ვითარცა ცხოვარნი დაკვლისანი" (...

სრულად ნახვა
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. დავითისა და პავლეს ლოცვის მაგალითი:

...ვიდან, როცა აღელვებულ სულს შეუძლია დაწვრილებით უთხრას ყველაფერი სულთა ექიმს. თუ ნეტარი დავითი, მეფე და წინასწარმეტყველი, თუმცა მრავალრიცხოვანი საქმეებით იყო დატვირთული და პორფირითა და გვირგვინით შემოსილი, მაინც ამბობდა თავის შესახებ: „შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა" (), მაშ, რას ვიტყვით ჩვენ, რომლებიც, თუმცა კერძო და საქმეთაგან თავისუფალ ცხოვრებას ვატარებთ, მაინც იმასაც კი არ ვაკეთებთ, რასაც ის აკეთებდა? რადგან დღისით მას უამრავი საზრუნავი, საქმე და წუხილი ჰქონდა და ლოცვისთვის ხელსაყრელ დროს ვერ პოულობდა, ამიტომ მოსვენების დროს, რომელსაც სხვები ძილში ატარებენ, რბილ ლოგინებზე წვანან და აქეთ-იქით ბრუნდებიან, ის — მეფე, ამდენი საზრუნავით შეკრული — ლოცვისთვის იყენებდა: მარტო ღმერთთან ესაუბრებოდა და გულწრფელ და გულმოდგინე ვედრებას აღავლენდა, სასურველს იღებდა. ამ ლოცვათა თანამოქმედებით ის წარმატებით აწარმოებდა ომებს, ტროფეებს აღმართავდა, გამარჯვებას გამარჯვებაზე იხვეჭდა, რადგან მას უძლეველი იარაღი ჰქონდა — ზენა ძალა, რომელსაც შეუძლია ბრძოლის გაძლება არამხოლოდ ადამიანებთან, არამედ ეშმაკთა ლაშქართანაც. მაშ, მას, კერძო ადამიანები — მეფეს, მსუბუქ და მშვიდ ცხოვრებას მატარებლები — მას, ვინც პორფირითა და...

სრულად ნახვა