მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 119:4

3. რაჲ მოგეცეს შენ, ანუ რაჲ შეგეძინოს შენ ენისათჳს მზაკვარისა?4. ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა.5. ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა.
ფსალმუნნი თავი 119
4. ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა.
ფსალმუნი 119-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი.“ ().

1. ჭირი და სულიერი აღმასვლის დასაწყისი

სხვა ფსალმუნებიდან თითოეულს საკუთარი ზედაწერილი აქვს, აქ კი მრავალი ერთად შეკრებილა და ერთი სახელწოდება მიუღია: „აღსავალთა გალობა“, ან, როგორც სხვა მთარგმნელმა თქვა, „აღმასვლათა“. ზოგიერთნი კი მათ „საფეხურებსაც“ უწოდებენ. და რის გამო, ამბობს იგი, ეწოდათ მათ ასე? ისტორიის მიხედვით იმიტომ, რომ ბაბილონიდან აღმოსვლაზე საუბრობენ და იქაურ ტყვეობას იხსენებენ; სულიერი განმარტებით კი იმიტომ, რომ სათნოების გზაზე მიგვიძღვიან, რადგან ზოგიერთებმა ისინი ასე გაიგეს. რადგან იქამდე მიმყვანი გზაც საფეხურებს ჰგავს: იგი ნელ-ნელა აღამაღლებს სათნო და სიბრძნისმოყვარე კაცს და ზეცისკენ აყენებს მას. სხვები კი ამბობენ, რომ ამით მინიშნებულია იაკობის კიბე, რომელიც მიწიდან იყო დადგმული და მას...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის