მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 119:5

4. ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა.5. ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა.6. მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშჳდობისათა.
ფსალმუნნი თავი 119
5. ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მგლოარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“ (5,4).:

...ლისაგან გამოეჴუა და ექსორია იქმნა ბუნებაჲ ჩუენი, და მარადის იგლოენ, რამეთუ სურის საწადელისა მისთჳს მოქალაქობისა და ეწყინების უბადრუკი ესე ამის საწუთროჲსა დაუდგრომელობაჲ და ზე-ქუე კუეთებაჲ.

იხილე, ვითარ იგლოვს დავით და იტყჳს: „ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძა მე მწირობაჲ ჩემი, დავემკჳდრე მე მყოფთა თანა კედარისათა“, რომელ არს ბნელი, რამეთუ კედარი ბნელად გამოითარგმანების. ეხილვა გემოჲ ნათლისაჲ მის, რომლისაგან გამოვეჴუენით, ამისთჳს ამას საწუთროსა მწირობად სახელ-სდვა და სამკჳდრებელად ბნელისა და იგლოვდა განგრძობისა მისისათჳს. ისმინეთ კუალად პავლესიცა, რამეთუ იტყჳს: „ვკუნესითო და ვიგლოვთ, რამეთუ საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის, რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არა შიშუელ ვიპოვნეთ, და რომელნი-ესეღა ვართ საყოფელსა ამას, ვკუნესით და გჳმძიმს, ვიდრემდის დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან“.

ჰხედავა, ვითარ სამარადისოსა გლოასა შინა იყვნეს წმიდანი ჴსენები-თა მიუთხრობელისა მის კეთილისაჲთა, რომლისაგან გამოვვარდით? ამის-თჳსცა ნეტარებასა მას და ნუგეშინის-ცემასა ქრისტესმიერსა მიემთხჳნეს. ხოლო ჩუენ, უგულისხმოთა ამათ და ზრქელთა გონებითა, რომელნი-ესე მსგავს ვართ ბნელსა შინა შობილისა მის და...

სრულად ნახვა