1. არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაჱლმან,2. არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღდგებოდეს ჩუენ ზედა,3. ცხოველნიცა ვიდრემე შთამთქნეს ჩუენ, რაჟამს განრისხნა გულისწყრომა მათი ჩუენ ზედა;4. წყალთამცა ვიდრემე დამთქნეს ჩუენ,5. ღუარსა განჴდა სული ჩუენი. განჴდამეა სული ჩუენი წყალსა მას წინა დაუდგრომელსა?6. კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა.7. სული ჩუენი, ვითარცა სირი, განერა მახისა მისგან მონადირეთასა; საბრჴე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით.8. შეწევნა ჩუენი სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანა. დიდება