...ტყუე და გამოიყვანნა კრულნი სიმჴნითა თჳსითა“. ; სხუანი იტყოდეს: „რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუე სიონისაჲ, და ვიყვენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. მაშინ აღივსო პირი ჩუენი სიხარული-თა, და ენაჲ ჩუენი - გალობითა“. ხოლო ანგელოზნი და ყოველნი ზეცისა მჴედრობანი ღაღადებდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“. და ყოველნივე იხარებდეს ძლევასა მას ზედა სიკუდილისასა.
ხოლო მძლავრი იგი და მბრძოლი ყოველთაჲ შეკრული ჴელითა და ფერჴით მდებარე იყო; და ყოველნი განკჳრვებულ იყვნეს, თუ ვითარ მეყსა შინა იქმნა დიდი იგი საკჳრველი, რომელ სიკუდილითა სიკუდილი შეიმუსრა, და ჯუარითა ესევითარი ვეშაპი პყრობილ იქმნა, და ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა. ხოლო უბადრუკი იგი ოდენ გოდებდა და კბილთა იღრჭენდა სულთა მათ ზედა, რომელნი განერნეს ჴელთაგან მისთა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს, დადნეს, და გულისთქუმაჲ ცოდვილთაჲ წარწყმდეს“.
იღრჭენდა კბილთა და ინანდა, რომელ ყოვლადვე იკადრა მაცხოვრი...