მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 132:2

1. აჰა, ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად?2. ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამჴართა ზედა სამოსლისა მისისათა.3. ვითარცა ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა: რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევა და ცხორებაჲ უკუნისამდე.
ფსალმუნნი თავი 132
2. ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამჴართა ზედა სამოსლისა მისისათა.
ფსალმუნი 132-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აჰა, ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად?“ ().

1. ძმათა ერთსულოვნება და სიყვარულის კურთხევა

საგანთა შორის მრავალი კეთილია, მაგრამ საამოება არ ახლავს; სხვა რამეს კი, თავის მხრივ, სიამე აქვს, მაგრამ უმშვენიერესს მოკლებულია; ხოლო ორივეს ერთად შეყრა ადვილი საქმე სულაც არ არის. მაგრამ ამ ნათქვამში ორივე ეს ერთად შეიკრიბა: სიამეც და უმშვენიერესიც. რადგან ეს განსაკუთრებით სიყვარულს ახასიათებს: სარგებლობასთან ერთად მას სიადვილეც ახლავს და სიამეც. ამიტომ აქაც სწორედ სიყვარულს უგალობს. რადგან აქ უბრალოდ საცხოვრებლის გაზიარება არ იგულისხმება და არც ის, რომ ერთ პატარა სახლში იყვნენ შეკრულნი; არამედ ერთად დამკვიდრება — ანუ თანხმობითა და სიყვარულით ცხოვრება; სწორედ ეს აქცევს სულს ერთ სულად. შემდეგ, როცა თქვა, რომ ეს კეთილია და საამო, სიტყვას უფრო...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის