მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 132:3

2. ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამჴართა ზედა სამოსლისა მისისათა.3. ვითარცა ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა: რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევა და ცხორებაჲ უკუნისამდე.
ფსალმუნნი თავი 132
3. ვითარცა ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა: რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევა და ცხორებაჲ უკუნისამდე.
ფსალმუნი 132-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აჰა, ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად?“ ().

1. ძმათა ერთსულოვნება და სიყვარულის კურთხევა

საგანთა შორის მრავალი კეთილია, მაგრამ საამოება არ ახლავს; სხვა რამეს კი, თავის მხრივ, სიამე აქვს, მაგრამ უმშვენიერესს მოკლებულია; ხოლო ორივეს ერთად შეყრა ადვილი საქმე სულაც არ არის. მაგრამ ამ ნათქვამში ორივე ეს ერთად შეიკრიბა: სიამეც და უმშვენიერესიც. რადგან ეს განსაკუთრებით სიყვარულს ახასიათებს: სარგებლობასთან ერთად მას სიადვილეც ახლავს და სიამეც. ამიტომ აქაც სწორედ სიყვარულს უგალობს. რადგან აქ უბრალოდ საცხოვრებლის გაზიარება არ იგულისხმება და არც ის, რომ ერთ პატარა სახლში იყვნენ შეკრულნი; არამედ ერთად დამკვიდრება — ანუ თანხმობითა და სიყვარულით ცხოვრება; სწორედ ეს აქცევს სულს ერთ სულად. შემდეგ, როცა თქვა, რომ ეს კეთილია და საამო, სიტყვას უფრო...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის