მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 135:2

1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.2. აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ.3. აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე.
ფსალმუნნი თავი 135
2. აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ.
ფსალმუნი 135-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.“ ().

1. მარადიული წყალობა და ქმნილების სიბრძნე

ზემოთ ადამიანებისადმი ღვთის მიერ აღსრულებულ კეთილისყოფაზე რომ თქვა, ახლა მისი წყალობის სიმრავლეზეც საუბრობს: არ ზომავს მას, რადგან ეს შეუძლებელია, არამედ სურს, უსაზღვროებით წარმოაჩინოს მისი სიდიადე; და ყველას დიდებისმეტყველებისკენ მოუწოდებს, უხმობს და ამბობს: „აუარებდით უფალსა“ (), ესე იგი, ჰმადლობდეთ და აქებდეთ მას. „რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი“ (). რას ნიშნავს: „უკუნისადე“ ()? იგი ამბობს: ღმერთი ხან კეთილს არ გვიყოფს და ხან უკან არ იხევს; არც ხან იწყალებს და ხან წყვეტს, როგორც ადამიანებთან ხდება, რომლებიც ვნებით დაბრკოლდებიან, უძლურებით შეწყდებიან, სხვისი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის