1.აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.2.აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.3.აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.4.რომელმან ქმნა საკჳრველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.5.რომელმან ქმნა ცანი გულისჴმის-ყოფით რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.6.რომელმან დაამტკიცა ქუეყანა წყალთა ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.7.რომელმან ქმნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.8.მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.9.მთოვარე და ვარსკულავები ჴელმწიფებად ღამისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.10.რომელმან დასცა ეგჳპტე პირმშოთურთ თჳსით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.11.და გამოიყვანა ისრაჱლი შორის მისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.12.ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.13.რომელმან განაპო ზღუაჲ მეწამული ორად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.14.და განიყვანა ისრაჱლი შორის მისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.15.და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.16.რომელმან განიყვანა ერი თჳსი უდაბნოდ რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.17.რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.18.და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.19.სეონ, მეფე ამორეველთა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.20.და ოგ, მეფე ბასანისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.21.და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.22.სამკჳდრებელად ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.23.რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიჴსენნა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.24.და მიჴსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.25.რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.26.აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
„აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.“ ().
1. მარადიული წყალობა და ქმნილების სიბრძნე
ზემოთ ადამიანებისადმი ღვთის მიერ აღსრულებულ კეთილისყოფაზე რომ თქვა, ახლა მისი წყალობის სიდიდეზეც საუბრობს: არ ზომავს მას, რადგან ეს შეუძლებელია, არამედ სურს, უსასრულობით წარმოაჩინოს მისი სიდიადე; ყველას დიდებისმეტყველებისკენ მოუწოდებს, უხმობს და ამბობს: „აუარებდით უფალსა“ (<span...
...ა: ის, ვინც ახლა თავისი სიტყვით მიწას ასე მრავალრიცხოვანი თესლის აღმოცენებისკენ აღძრა და ამით თავისი ძალა გამოავლინა, ადამიანის გონებას რომ აღემატება, სწორედ ეს მიწა, მძიმე და თავის ზურგზე ასეთ სამყაროს მზიდავი, წყალთა ზედა დაამყარა, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „რომელმან დაამტკიცა ქუეყანა წყალთა ზედა" (). რომელი ადამიანურ გონებას შესწევს ამის ჩაწვდომის უნარი? როცა ადამიანები სახლებს აშენებენ და საძირკვლის ჩაყრა სურთ, ჯერ მიწას თხრიან და, სიღრმეში ჩასულნი, თუ ცოტა წყალსაც კი შეამჩნევენ, ცდილობენ მთელი ამოქაჩონ და მხოლოდ მერე აგებენ საძირკველს; ყოვლის შემოქმედი კი ყველაფერს არა ისე ქმნის, როგორც ადამიანები, რათა ამითაც შეიცნო მისი გამოუთქმელი ძალა და ის, რომ თუ მას სათნოდ მიაჩნია, თავად სტიქიონებიც, შემოქმედის ბრძანებას მორჩილნი, თავიანთი ბუნებრივი მოქმედების საპირისპიროს აკეთებენ.
3. სტიქიონთა მორჩილება და ადამიანის ვნებები
და, რომ ჩემი სიტყვები თქვენთვის უფრო ნათელი იყოს, კიდევ ცოტა ვისაუბროთ ამ საგანზე, და შემდეგ სხვაზეც გადავიდეთ. მართლაც, წყლის ბუნებას ეწინააღმდეგება ასეთი მძიმე სხეულის თავზე ტარება, ისევე მიწისთვის არაბუნებრივია ასეთ საფუძველზე წოლა. მაგრამ მიწა წყალთა ზედა ასვენია. და რას გაუკვირდეს! თუ ისურვებ, ყოვე...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,3).:
...გლახაკისა საზომსა? ცხოელმყოფელი ყოველთაჲ და ყოველთა ცხორებისა უფალი განჩინებასა მას მოკუდავისა მთავრისასა დაემორჩილა, მეუფე უზეშთაესთა მათ ძალთაჲ და ზესკნელთა და ქუესკნელთა უფალი ჴელთა მტარვალთასა მიეცა და ჯუარსა დამოეკიდა, რომელმან „დაჰკიდა ქუეყანაჲ წყალთა ზედა და ცანი, ვითარცა კამარანი, გარდაართხნა“, ; (103,2) სიკუდილი დაითმინა, რომლისა ჴელთა არს ყოველი სული, საფლავსა დაიდვა შემმუსრველი ჯოჯოხეთისაჲ. ამისთჳს თქუა მოციქულმან, ვითარმედ: „ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის“, ესე იგი არს, ვითარმედ: ესევითარი ესე საზომი სიმდაბლისაჲ გაქუნდინ სახედ, რომელიცა საქმით აღასრულა უფალმან და სიტყჳთცა გჳბრძანა და დასაბამ ყოვლისავე მოძ-ღურებისა ყო იგი, რაჲთა პირველითგანვე დაჰნერგოს გულსა შინა მოწაფეთასა, რაჲთა ოდეს იწყონ სასწაულთა მათ დიდებულთა და ნიშთა მათ საკჳრველთა აღსრულებად და სახელისათჳს უფლისა ბევრეული ტანჯვაჲ შეემთხუეოდის, არა აღზუავნენ ყოვლადვე, არამედ აქუნდენ თავნი თჳსნი მდაბალ და გლახაკ სულითა. ხოლო არა სახითა სწავლისაჲთა შემოიღო სიტყუაჲ იგი, არამედ სახითა ნეტარებისაჲთა, რაჲთა უფროჲსად საწადელ იყოს; არცა ერთისა ანუ ორისა პირისა მიმართ ყო სიტყუაჲ თჳსი, არამედ ყოველთა ჰნატრის მოქმედთა ამის სათნოებისათა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო, რაჟამს წარასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოციქულთა თჳსთა: უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა პასექი იყოს, და ძჱ კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად?“ (26,1-2).:
...ოს, ვითარმედ საიდუმლოჲ დიდი აღესრულების, და დღესასწაული მოიწევის ცხორებად ყოვლისა სოფლისა. და ვითარმედ წინაჲსწარ იცოდა ყოველივე, რაჲ-იგი შემთხუევად იყო. ხოლო პასექისა მიერ პირველნიცა იგი სასწაულნი, ეგჳპტეს ქმნილნი, მოაჴსენნა, რაჟამს-იგი გამოიყვანებდა ძეთა ისრაჱლისათა „ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფაჲსსა მღდელთმოძღურისასა და ზრახვაყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იყოს ერსა შოვრის“ (26,3-5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა უზომოსა ჰურიათა უწესოებასა? საქმესა უშჯულოვებისასა ჴელ-ჰყოფდეს და მღდელთმოძღურისა მივიდოდეს, რაჲთა მისგან მოიღონ წამებაჲ და ჴელმწიფებაჲ, ვინაჲ-იგი ჯერ-იყო უწესოვებისა დაყენებაჲ. ხოლო რავდენნი იყვნეს მღდელთმოძღუარნი, რომელ იტყჳს მახარებელი, თუ: „შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი“? რამეთუ შჯული ერთსა განაწესებს მღდელთმოძღუარსა, ვითარცა მოსე იტყჳს, და რაჟამს იგი აღესრულის, სხუაჲ დაადგინიან; ხოლო აწ მრავალნი იყვნეს, რამეთუ დაეჴსნა ადრევე წესი იგი შჯულისაჲ ჰურიათა, და წელიწდეულნი იყვნეს მღდელთმოძღუარნი, ვითარცა მოასწავებს ლუკა მახარებელი. ზაქარიაჲსთჳს იტყოდა და თქუა: „შემდგ...