მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 135:21

20. და ოგ, მეფე ბასანისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.21. და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.22. სამკჳდრებელად ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
ფსალმუნნი თავი 135
21. და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
ფსალმუნი 135-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.“ ().

1. მარადიული წყალობა და ქმნილების სიბრძნე

ზემოთ ადამიანებისადმი ღვთის მიერ აღსრულებულ კეთილისყოფაზე რომ თქვა, ახლა მისი წყალობის სიდიდეზეც საუბრობს: არ ზომავს მას, რადგან ეს შეუძლებელია, არამედ სურს, უსასრულობით წარმოაჩინოს მისი სიდიადე; ყველას დიდებისმეტყველებისკენ მოუწოდებს, უხმობს და ამბობს: „აუარებდით უფალსა“ (), ესე იგი, ჰმადლობდეთ და აქებდეთ მას. „რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი“ (). რას ნიშნავს: „უკუნისადე“ ()? იგი იმას არ ამბობს, თითქოს ღმერთი ხან კეთილს გვიყოფდეს და ხან უკან იხევდეს, ან ხან იწყალებდეს და ხან წყვეტდეს, როგორც ადამიანებთან ხდება: მათ ხან ვნება აბრკოლებს, ხან შესაძლებლობათა სიმცირე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის