მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 135:24

23. რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიჴსენნა ჩუენ უფალმან, რამეთუ...24. და მიჴსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ...25. რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა, რამეთუ უ...
ფსალმუნნი თავი 135
24. და მიჴსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ...

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 135-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.“ ().

1. მარადიული წყალობა და ქმნილების სიბრძნე

ზემოთ ადამიანებისადმი ღვთის მიერ აღსრულებულ კეთილისყოფაზე რომ თქვა, ახლა მისი წყალობის სიმრავლეზეც საუბრობს: არ ზომავს მას, რადგან ეს შეუძლებელია, არამედ სურს, უსაზღვროებით წარმოაჩინოს მისი სიდიადე; და ყველას დიდებისმეტყველებისკენ მოუწოდებს, უხმობს და ამბობს: „აუარებდით უფალსა“ (), ესე იგი, ჰმადლობდეთ და აქებდეთ მას. „რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი“ (). რას ნიშნავს: „უკუნისადე“ ()? იგი ამბობს: ღმერთი ხან კეთილს არ გვიყოფს და ხან უკან არ იხევს; არც ხან იწყალებს და ხან წყვეტს, როგორც ადამიანებთან ხდება, რომლებიც ვნებით დაბრკოლდებიან, უძლურებით შეწყდებიან, სხვისი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის