გამოიყვანეთ საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა (ფსალ.)
წმიდა წინასწარმეტყველი და მეფე დავით, სხვათა შორის ლოცვათა, ერთხელ ესრეთ ევედრებოდა ღმერთსა: გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა. რისთვის ევედრებოდა ესრედ იგი ღმერთსა? განა იგი როდისმე იყო დაჭერილი საპყრობილეში? არა, იგი იყო მეფე, მჯდომარე ტახტსა ზედა, და არაოდეს არ ყოფილა ჩაგდებული საპყრობილეში. სჩანს, იგი იტყოდა არა ხილული, გარეგანი საპყრობილისათვის. სულიერი საპყრობილე ის არის, როდესაც კაცი არის...