მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 144:18

17. მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.18. ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით.19. ნებაჲ მოშიშთა მისთა ყოს და ვედრებისა მათისა შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი,
ფსალმუნნი თავი 144
18. ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“ ().

1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება

ამ ფსალმუნს განსაკუთრებით დიდი სიზუსტით უნდა მივაპყროთ ყურადღება. რადგან სწორედ ამ ფსალმუნშია ის სიტყვები, რომელთაც საიდუმლოებში განდობილნი გამუდმებით მიაგალობენ და ამბობენ: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა“ (). რადგან ვინც ძედ იქცა და სულიერი ტრაპეზით ტკბება, სამართლიანად მართებს მამის დიდება. რადგან ამბობს: „ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა“ (მალაქ 1:6). შენ ძე გახდი, სულიერი ტრაპეზით ტკბები და იმ ხორცითა და სისხლით იკვებები, რომელმაც ხელახლა გშვა; ამიტომ ასეთი დიდი კეთილმოქმედებისთვის სამაგიერო მიუზღე, ადიდე ის, ვინც ასეთი რამ მოგმადლა, და ამ სიტყვების...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ვედრების გზა და ღმრთის კაცთმოყვარეობა:

...„მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა“ (). იმ გზით იარე. ნათქვამია: „ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით“ (). იქ იპოვი მას, იქ შეხვდები. იგი ახლოს არის მათთან, ვინც მშიერთათვის პურს ტეხს და მოწყალების საქმეს აკეთებს. თუ ამ გზით მიხვალ, იპოვი მას მზადმყოფს, შენს თხოვნაზე თანხმობის მისაცემად განწყობილს. რადგან ნათქვამია: „მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ“ (); და არ დაგჭირდება შუამდგომელი, არამედ შენ თვითონ წარადგენ ვედრებას.

„შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა“ (). რას აკეთებ, ადამიანო? ცოტა შემდეგ ხომ იტყვი: **„და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმ...

სრულად ნახვა