...ა და სიმცირის მიუხედავად, თქვენთვის და თქვენი სარგებლისთვის „მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა" (), მისი დიდებისა და ჩვენი აღშენებისთვის. მაშასადამე, მთელი იმედი ზეგარდმო მადლზე დავამყაროთ და შემწეობისთვის მას მოვუხმოთ, ვინც „განაბრძვნის ბრმანი" () და „ენაჲ ძლით მზრახვალი" მკვეთრს ხდის (), და შევუდგეთ ახლახან წაკითხულის განხილვას; და რასაც მისი კაცთმოყვარეობით მოგვანიჭებს, იმასვე წარუდგენთ თქვენ, საყვარელნო. მხოლოდ, გთხოვთ, დაძაბეთ თქვენი გონება და, ყოველგვარი ამქვეყნიური ფიქრი განდევნეთ რა, ყურადღებით ისმინეთ წარმოდგენილი, რათა ჩვენც შევძლოთ სულიერი თესლი თითქოსდა ნოყიერსა და ნაყოფიერ მიწაში ჩავყაროთ, სარეველა ბალახებისა და ეკლებისგან განწმენდილში. „ესე შობანი ნოესი: ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე", — ნათქვამია. ამით გუშინდელი სწავლება დასრულდა; ამიტომ უნდა შემოგთავაზოთ ის, რაც შემდეგ მოსდევს. „და შვნა ნოე სამნი ძენი: სემი, ქამი, იაფეთი", — ნათქვამია. უმიზეზოდ არ მიუთითა საღვთო წერილმა მართლის ძეთა დროზეც და რიცხვზეც; არა, ამითაც მას სურდა ჩვენთვის, თუმცა არა პირდაპირ, ეჩვე...
ფსალმუნნი 145:8
7. რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰჴსნნის კრულნი,8. უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;9. უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს, და ცოდვილთა წარწყმიდოს.
ფსალმუნნი თავი 145