მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 148:5

4. აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი,5. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს6. და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს.
ფსალმუნნი თავი 148
5. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს
ფსალმუნი 148-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი“ ().

1. ზეცისა და ქმნილების საერთო ქება

წმინდანებს, დიდი მადლიერების გამო, ასეთი ჩვეულება აქვთ: როცა ღმრთისადმი მადლობის აღვლენას აპირებენ, მრავალს უხმობენ ქების თანამოზიარეებად და სთხოვენ, მათთან ერთად შეეწიონ ამ კეთილ მსახურებას. ესვე გააკეთა სამმა ყრმამაც: როცა სახმილში იყვნენ, მთელ ქმნილებას მოუწოდეს, მათთვის აღსრულებული კეთილისყოფის ქებასა და ღვთის გალობაში ჩართულიყო. ამასვე აკეთებს აქ მეფსალმუნეც: ორივე სამყაროს უხმობს, ზემოსა და ქვემოს, გრძნობადსა და გონებით საწვდომს. ესვე ჩანს წინასწარმეტყველ ესაიასთანაც, როცა ამბობს: „იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა“, „რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი“ (). და თვითონ ეს მეფსალმუნეც კვლავ იმავეს აკეთებს, როცა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის