...ამისგან (ბოროტებისგან) ზიანს ავიცილებთ და ვერც იმას (სათნოებას) მივაღწევთ. რომ სათნოება ღირსია ჩვენი სურვილისა და ცხოველი სიყვარულისა, ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა. გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად" (). ასე თქვა არა იმიტომ, რომ ეს ერთადერთი ყველაზე სანატრელი რამ არის, არამედ იმიტომ, რომ ჩვენთან ამ საგნებზე ძვირფასი ვერაფერი მოიძებნება. ამიტომ დაუმატა: „და უტკბილეს უფროს თაფლისა ღა გოლეულისა". აქაც ეს შედარება იმიტომ იხმარა, რომ თაფლზე ტკბილ ნივთიერებას ვერ პოულობდა. ხოლო ისინი, ვისაც უგუნური ვნება და სიმდიდრის დაგროვების სიყვარული აკავებს, ყველა ძალას ამას ახმარენ და ვერასოდეს ძღებიან, რადგან ვერცხლისმოყვარეობა დაუოკებელი სიმთვრალეა; და როგორც მთვრალნი, რაც უფრო მეტ ღვინოს ასხამენ საკუთარ თავში, მით უფრო ძლიერი წყურვილი ეუფლებათ, ისე ეს (ვერცხლისმოყვარენი) ვერასოდეს აჩერებენ ამ მოუთოკავ ვნებას, არამედ რაც უფრო ხედავენ თავიანთი ქონების ზრდას, მით უფრო ძლიერად აღიგზნებიან ანგარებითა და არ ეშვებიან ამ ბოროტ ვნებას, ვიდრე ბოროტების უფსკრულში არ ჩაინთქმებიან. თუ ეს ადამიანები ასეთი დაძაბულობით გამოავლენენ ამ დამღუპველ ვნებას,...
ფსალმუნნი 18:10
9. სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა. შიში უფლისაჲ წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე.10. განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.11. გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროს თაფლისა ღა გოლეულისა.
ფსალმუნნი თავი 18