მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 18:11

10. განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.11. გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროს თაფლისა ღა გოლეულისა.12. და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, და დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ.
ფსალმუნნი თავი 18
11. გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროს თაფლისა ღა გოლეულისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი საუნჯის ძიება:

...ადმი მიცემულთა. არაფერი ამგვარი არ არის საშიში სულიერი ძვირფასი ქვებისგან; არა, მათი სიმდიდრე გამოუთვლელია, სიხარული — უჭკნობი და შეუდარებლად მაღალია იმ სიამოვნებაზე, რომელსაც ადამიანები იმ ნივთიერი ქვებისგან იღებენ. ისმინე, რას ამბობს დავითი: „გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად" (). ხედავ, როგორ წარმოაჩინა ყველაზე ძვირფასად მიჩნეული ნივთიერებანი და არა მხოლოდ ამგვარი შედარებით არ დაკმაყოფილდა, არამედ კიდევ დაუმატა: „ფრიად", და ამით ღვთის სიტყვის უპირატესობა გვიჩვენა; „უფროს ოქროსა, — ამბობს, — და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად". ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღვთის სიტყვები მხოლოდ ამ ხარისხითაა სანატრელი; არამედ, რადგან ხედავდა, რომ ადამიანები სწორედ ამ ნივთიერებათ ანიჭებდნენ უმაღლეს ფასს, ამიტომ წარმოაჩინა ისინი, რათა სულის სიტყვათა უპირატესობა და უმაღლესი ძვირფასობა ეჩვენებინა. ხოლო, რომ საღვთო წერილს ჩვეულებად აქვს მის მიერ მოტანილი სარგებელი გრძნობადი საგნებით შეადაროს და ამგვარად თავისი უპირატესობა აჩვენოს, ისმინე, რა მოსდევს შემდეგ: „და უტკბილეს უფროს თაფლისა ღა გოლეულისა" (). აქაც ისევ ის კი არ არის ნათქვამი, რომ (ღვთის სიტყვები) მხოლოდ ამ ხარისხი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
წმიდისა იოვანესთჳს, მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა:

...ზომი არს თაფლისა მსგავსებაჲ, არამედ თაფლისა უტკბილესი არარაჲ არს ჩუენ შორის. უკუეთუ არა, ისმინე, რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, და გამოაჩინებს გარდამატებულებასა სიკეთისა მათისასა, ვითარმედ: „გულისსათქუმელ არიან იგინი უფროჲს ოქროჲსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა და უტკბილეს არიან უფროჲს თაფლისა გოლეულისა“. არამედ მათთჳს არს ესე ესრეთ, რომელთა გონებაჲ წმიდად მხედველ არს. ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: „მონამან შენმან იცვნეს იგინი“; და სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „ტკბილ არიან სასასა ჩემსა უფროჲს თაფლისა სიტყუანი შენნი“, და კუალად იტყჳს: „უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“, რამეთუ მრთელ იყო გონებაჲ მისი. ამისთჳს უკუე ჩუენცა ნუმცა უძლურნი სულითა მოუჴდებით სიტყუათა ამათ, არამედ განვიკურნნეთ სულნი ჩუენნი და ესრეთ ვისმენდეთ, რამეთუ ამისთჳს ვთქუენ მრავალნი ესე სიტყუანი და არღარა მითქუამს მისთა სიტყუათაგანი, რაჲთა თითოეულმან ჩუენმან ყოველი სახე უძლურებისაჲ განსდევნოთ და, ვითარცა ცად შემავალნი, ესრეთ შემოხჳდეთ წმიდად ყოვლისაგან ვნებისა და ზრუნვისა.

რამეთუ უკუეთუ არა ესრეთ კეთილად განიწმიდნეთ სულნი თქუენნი, ვერაჲ ირგოთ ამიერ. და ნუვინ იტყჳ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ:

...ებასა და წესსა ზედა ფრიად ტკბილ არიან და საწადელ მცნებანი ღმრთისანი. ამისთჳსცა ისმინე წინაჲსწარმეტყუეელისაჲ, რომლისა საცნობელნი სულისანი წმიდა იყვნეს, რასა-იგი იტყჳს, რამეთუ: „ტკბილ არიანო სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“. ; ; ეგრეთვე, უკუეთუ ჩუენცა განვიწმიდნეთ საცნობელნი სულთა ჩუენთანი და ვითხოოთ მჴურვალედ ღმრთისამიერი შეწევნაჲ, ვიწყოთ ყოვლისავე მცნებისა საქმედ, რაოდენ ძალ-გუედვას, და იხილოს რაჲ უფალმან გულსმოდგინებაჲ ჩუენი, მოგუცეს ძალი უმეტესისაცა წარმარ-თებად, ვიდრემდე მივიწინეთ მადლითა მისითა საზომსა მას სრულებისასა და ვიქმნეთ თანამოდასე მოშიშთა მისთა. რაჲ სიძნელე აქუს მოწყალებასა? ჭეშმარიტად არცა ერთი. აწ უკუე ადვილი ესე მცნებაჲ მოსწრაფებით აღვასრულოთ, და მერმე უძნელესთაცა აღსრულებად ფრიადი ძალი მოგუცეს უფალმან.

ვიცხოთ თავთა ჩუენთა ზეთი იგი წყალობისაჲ, რაჲთა წყლულებანი სულთა ჩუენთანი განიკურნენ და ნათელი ღმრთისაჲ მოგუეფინოს. ნუ იტყჳ, თუ: მას ვისმე ესოდენი შანთი აქუს ოქროჲსაჲ და არას მისცემს. რაჲ არს ესე შენდა, კაცო? უკუეთუ შენ სიგლახაკისაგან შენისა ჰყო მოწყალებაჲ, უფროჲსღა საკჳრველ იქმნე. რასა...

სრულად ნახვა