მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 2:11

10. და აწ, მეფენო, გულისჴმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი11. ჰმონეთ ნფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.12. მიიღეთ სწავლა, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომა მისი. ნეტარ არიან ყოველნი რომელნი ესვენ მას.
ფსალმუნნი თავი 2
11. ჰმონეთ ნფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ი კი თეატრებში მყვირალთა? მაშ, როგორ კადნიერდები, რომ ამ ანგელოზებრივ დიდებისმეტყველებას დემონების თამაშობანი შეურიო?

და როგორ არ გრცხვენია იმ ხმისა, რომელსაც წარმოთქვამ, როცა ამბობ: „ჰმონეთ უფალსა შიშით და გიხაროდეთ მისით ძრწოლით“ ()1? ეს არის შიშით მსახურება: დაიშალო და დაიძაბო, საკუთარი თავიც ვერ იცნო და ვერ გაიგო, რას ამბობ ხმის უწესრიგო გუგუნით? ეს უგულებელყოფის საქმეა, არა შიშისა; ამპარტავნებისა, არა დამდაბლებისა; ეს მოთამაშეთა საქმეა უფრო, ვიდრე დიდებისმეტყველთა. მაშ, რა არის უფლისადმი შიშით მსახურება? ის, რომ ყოველი მცნება სრულად აღასრულო და შიშითა და მორიდებით იმოქმედო; შემუსვრილი გულითა და დამდაბლებული გონებით წარადგინო ვედრებანი. სულიწმინდა წინასწარმეტყველის პირით მოგვიწოდებს, რომ არა მხოლოდ შიშით ვემსახუროთ, არამედ ძრწოლითაც ვიხაროთ....

სრულად ნახვა