...რომ სწორედ ამის გამო დაიღუპეთ. რადგან, როცა თქვა: „განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი“ (), შემდეგ დაურთო: „მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი“ (). ხოლო ესაიამ, როცა თქვა: „ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა“ (), შემდეგ დაურთო: „და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ“ (); და კვლავ სხვაგან, ვენახზე საუბრისას: „ველოდე, რაჲთამცა ყო მშჯავრი, ხოლო ყო უშჯულოება; და არა სიმართლე, არამედ ღაღადება“ (). მაგრამ რომელ ღაღადებას? „ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!“ ()
და დასძენს: „მოვძარცო ღობე მისი და იყოს დასატაცებელ“ (); და **„ღრუბელთა ვამცნებ არა წჳმად მის ზედა...