...უკვე ხედავდნენ იმას, რაც მრავალი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო; ამიტომ ყველაფერზე ისე ამბობდნენ, თითქოს თვალწინ ეხატებოდეთ. რომ ეს ნათელი იყოს შენთვის, ისმინე, როგორ ნეტარი დავითი, ამდენი თაობით ადრე, ქრისტეს ჯვარცმის ვნებათა შესახებ წინასწარმეტყველებს და ღაღადებს: „განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი" (), და კიდევ: „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის" (). ხედავ, როგორ იმაზე, რაც მრავალი დროის შემდეგ უნდა მომხდარიყო, უკვე მომხდარს როგორც მოგვითხრობს? ისევე, ეს ნეტარი წინასწარმეტყველი (მოსეც), ცოლის შექმნაზე გვანიშნებს რა, იგავურად ამბობს: „და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა". შემდეგ კი უფრო ნათლად ამბობს: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი". შეხედე, რა ზედმიწევნითობას იყენებს და არაერთხელ იმეორებს ერთსა და იმავეს, რათა მისი სიტყვები მსმენელთა გონებაში ფესვი გაიდგას. ამის მიზანი რომ არ ჰქონოდა, საკმარისი იქნებოდა ეთქვა: „და შექმნა ღმერთმან კაცი". მაგრამ ის ამატებს: „სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი". ადრეც გვიჩვენა, რას ნიშნავს „ხატებისაებრ", და აი, ახლა იმავე სიტყვას იმეორებს და ამბობს: **„ხატა...
ფსალმუნნი 21:17
16. განჴმა, ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამჴადე მე.17. რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე;18. განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე,
ფსალმუნნი თავი 21