...კრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს“; და კუალად ჯუარ-ცუმისათჳს და სიცბილისათჳს მჴედართაჲსა თქუა: „განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა წილს-იგდებდეს“. და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“.
ვინაჲთგან უკუე წინაჲსწარმეტყუელნი პირველ ესოდენთა წელთა ყოველსავე ესრეთ უცთომელად ქადაგებდეს, უმეტესისა ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთაჲსა ვითარ ვინ უძლოს თქუმად, თუ უმეცარ იყო? ესე სიტყუაჲ ყოვლადვე შეუწყნარებელ არს. სარწმუნო არს უკუე და ჭეშმარიტ ზემოწერილი იგი სიტყუაჲ, რამეთუ ურწმუნოებისა მისთჳს მოწაფეთა თჳსთაჲსა მიავლინნა იოვანე უფლისა, რაჲთა უკუეთუ იყოს მათ თანა ნაწილი ცხორებისაჲ, ჰრწმენეს მისი, იხილნეს რაჲ სასწაულნი იგი ცნობისა უაღრესნი და ესმეს სწავლაჲ იგი ღმრთივშუენიერი; მათისა უკუე მისლვისათჳს იჩემა ნათლისმცემელმან სახე იგი კითხვისაჲ. ხოლო მან ყოველივე ჭეშმარიტებით იცოდა.
სწავლაჲ ლვ სიმშჳდისათჳს, და რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ძლევად ვნებათა
ხოლო შენ, საყუარელო, გიკჳრდინ და ადიდებდი მიუთხრო...