მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 38:5

4. განჴურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი.5. ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხჳ დღეთა ჩემთა რავდენ არს, რათა უწყოდი, რაღა მაკლს მე.6. ესერა, ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაჲ ჩემი, ვითარცა არარაჲ, არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამავო არს ყოველი კაცი ჴორციელი.
ფსალმუნნი თავი 38
5. ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხჳ დღეთა ჩემთა რავდენ არს, რათა უწყოდი, რაღა მაკლს მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეძიებდეთ მე“ (7,34), არა თუ ოდენ არა დამივიწყოთ, არამედ მეძიებდეთცა, „და ვერ მპოოთ“ (7,34).:

...ერთად, ვითარმედ შემდგომად მცირედისა ჟამისა წარსლვად არს, და კუალად, ვითარმედ ვერ მივიდენ მისა მიმართ, რომელ-იგი არა კაცობრივისა ბუნებისაჲ იყო თჳსისა აღსასრულისა წინაჲსწარცნობაჲ. რამეთუ იხილე, დავით რასა იტყჳს, ვითარმედ: „მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი და რიცხჳ დღეთა ჩემთაჲ, რაჲთა უწყოდი, თუ რაჲღა მაკლს მე“. და არავინ იცის საქმჱ ესე. ხოლო მე ვჰგონებ, თუ მსახურთა მათ მიმართ იყო სიტყუაჲ ესე, რომლითა მოდრიკნა იგინი, რაჟამს უჩუენა, ვითარმედ უწყის მან წარსლვისა მისისა ჟამი, ვითარმცა ეტყოდა, თუ: მელოდეთ მცირედღა, და წარვიდე.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იტყოდეს ჰურიანი იგი ურთიერთას: ვიდრე-მე ეგულების ამას წარსლვად?“ (7,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რად-მე ეძიებენ ამას? რამეთუ რომელთა სუროდა ყოვლითურთ, რაჲთამცა განერნეს მისგან, და ყოველსავე ღონესა მოიპოვებდეს, რაჲთამცა არა ხედვიდეს მას, არა უჴმდა ამისი ძიებაჲ, არამედ რაჲთამცა თქუეს, თუ: ჰე, გჳხარის, და ოდეს ყოფად არს ეგე? არამედ მოიწყლნეს სიტყუათა მათგან და ეძიებენ თავთა შორის თჳსთა უგუნურებით:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სადა წარვალს? ნუუკუე განთესულთა მათ წარმართთასა ეგულების წარსლვად?“ (7,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რანი არიან „განთესულნი წარმართნი“? ესრეთ სახელ-სდებდეს ჰურიანი წარმართთა, რამეთუ ყოველს...

სრულად ნახვა