მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 38:6

5. ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხჳ დღეთა ჩემთა რავდენ არს, რათა უწყოდი, რაღა მაკლს მე.6. ესერა, ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაჲ ჩემი, ვითარცა არარაჲ, არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამავო არს ყოველი კაცი ჴორციელი.7. და ღათუ მეებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი.
ფსალმუნნი თავი 38
6. ესერა, ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაჲ ჩემი, ვითარცა არარაჲ, არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამავო არს ყოველი კაცი ჴორციელი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ცნობისმოყვარეობის შეკავება და რწმენის გზა:

...მითხარი, მიწა არ იცი, რომლისგანაც იშვი, რომელშიც აღიზარდე, რომელზეც ცხოვრობ, რომელსაც აბიჯებ, რომლის გარეშეც სუნთქვაც არ შეგიძლია, და ასე შორს მდგომ საგნებს იკვლევ ცნობისმოყვარეობით? მართლაც, „რამეთუ ყოვლითავე ამავო არს ყოველი კაცი ჴორციელი.“ (). თუ ვინმე გიბრძანებს სიღრმეში ჩასვლას და ზღვის ფსკერზე არსებულთა გამოკვლევას, ამ ბრძანებას ვერ აიტან; ხოლო როცა არავინ გაძალებს, თვითონ გსურს გამოუკვლეველი უფსკრულის ჩაწვდომა?

ნუ, გევედრები; არამედ ზემოთ ვნაოსნობდეთ და ზრახვებით ნუ ვიცურავთ, რადგან მალე დავიღლებით და ჩავიძირებით; საღვთო წერილებით კი, როგორც რომელიმე ხომალდით, ვისარგებლოთ და რწმენის იალქნები გავშალოთ. თუ ვნაოსნობთ, ღვთის სიტყვაც მესაჭედ თქვენთან იქნება; მაგრამ თუ ადამიანურ ზრახვებში ვიცურავთ, აღარ იქნება. ამგვარად მცურავთაგან ვისთან იქნება მესაჭე? ამიტომ საფრთხე ორმაგია: ერთის მხრივ, ხომალდი არ არის, და მეორის მხრივ, მესაჭე ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲე ვეცხლისმოყუარებისათჳს:

...გან სარგებელი? სატანჯველი საუკუნოჲ და არცა ერთისა ნუგეშინის-ცემისა პოვნაჲ, და აქაცა აწ ყოველნი უზრახვენ ძჳრსა. ანუ მრავალთა კაცთა ჴელმწიფეთა ხატები გამოწერილები სახლთა შინა მათთა რაჟამს ვიხილოთ, არა უფროჲსად ვიგლოვთა? ჭეშმარიტად კეთილად თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: „ამაოდ შურების ყოველი კაცი“, რამეთუ ჭეშმარიტად ამაოება არს ესევითართა საქმეთა ზედა მოსწრაფებაჲ. არამედ სავანეთა მათ და საყოფელთა ზეცისათა ესე არა არს, რამეთუ აქა სხუაჲ შურის, და სხუაჲ განისუენებნ მას შინა, ხოლო მუნ თითოეული თჳსსა ზედა ნაშრომსა უფალ არს, და მრავალწილად მიიღოს მისაგებელი. მას მოსაგებელსა ვეძიებდეთ, მუნ ვიშენოთ სახლები, რაჲთა განვისუენოთ ქრისტეს იესუჲსა მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა