მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 44:1

1. დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა2. აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.
ფსალმუნნი თავი 44
1. დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა“ ().

„აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.“ ().

1. სულიწმინდის შთაგონება და კეთილი სიტყვა

მსურდა, ახლა აქ ყოფილიყვნენ ყველა იუდეველი და ყველა ელინი, და ეს წიგნი თვით იუდეველთაგან მიმეღო, რათა ასე წამეკითხა ფსალმუნი. თქვენ ხომ ეს იცით: სასამართლოებშიც და ყველგან საქმეთა მოწმობა მაშინ არის ყველაზე ნაკლებად საეჭვო, როდესაც იგი მტრებისგან არის მოტანილი. ამიტომ, რათა ეს დღესაც მოხდეს, ძველი აღთქმიდან წარმოვადგენთ მოწმობას, რომ იუდეველებიცა და ელინებიც შერცხვენილ იქნენ: იუდეველები — რადგან კითხულობენ და ვერ შეიცნობენ; ელინები კი — რადგან ხედავენ, რომ წიგნები ჩვენამდე მტრებისგან მოდის. რადგან ნამდვილად ვერ იტყვიან, თითქოს ეს წიგნები...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის