1.დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა2.აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.3.შუენიერ სიკეთითა უფროს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე.4.შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო,5.შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი.6.ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი.7.საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა.8.შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ, ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა.9.მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოსძუალისათა გახარეს შენ.10.ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად.11.ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა;12.და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისა; რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი. და თაყუანის-სცეს მას13.და ასულმანცა ტჳროსისამან ძღუნითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი.14.ყოველი დიდებაჲ ასულისა მეფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს15.და შემოსილ პირად-პირადად. მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ.16.მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა.17.მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა.18.მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა; ამისთჳს ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
წინასწარმეტყველი დავით ორმეოც და მეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: ყოველი დიდება ასულისა მეუფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად, ესე იგი დიდება და ღირსება მეუფისა ასულისა არის შინაგან გულსა და სულსა მისსა, თუმცა, ამასთანავე, იგი შემკულ არს ოქროვანითა შესამოსლითა პირად-პირადად. წმიდანი მამანი განგვიმარტვენ ჩვენ, რომელ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისსა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო“ (8,18).:
...ურვიელ იყო საკჳრველებათა მათ ხილვად, ვისმცა არა უყუარდა იგი, ვისმცა არა სწადოდა მიხედვად ოდენ პირსა მისსა და სმენად სიტყუათა მისთა? რამეთუ არა სასწაულნი ხოლო მისნი საკჳრველ იყვნეს, არამედ ხილვაჲცა მისი, სავსე მადლითა, ვითარცა მოასწავა წინაჲსწარმეტყუელმან და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთაჲსა“. ხოლო რომელ იტყჳს ესაჲა, ვითარმედ: „ვიხილეთ იგი, და არა აქუნდა ხილვაჲ მისი, არცა სიკეთე“, გინა თუ დიდებასა მას თანა ღმრთეებისასა, მიუწთომელსა და გამოუთქუმელსა, სახესა მას ჴორციელისა ხილვისა მისისასა ესრეთ უწოდა, ანუ სახესა მას ვნებისა მისისასა წარმოიტყოდა, და ვითარი შეურაცხებაჲ მოითმინა ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა ნეფსით ცხორებისა ჩუენისათჳს. ხოლო დავითს დიდებული იგი სახე ჴორციელისა ხატისა მისისაჲ სულითა წმიდითა ეუწყა და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთასა“, რაჲთა მოასწავოს მადლი მისი და სიბრძნე და მოძღურებაჲ და სასწაულნი, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „განეფინა მადლი ბაგეთა შენთა“, რომლისა არა არს რიცხჳ მადლისა მის მისისაჲ.
ამისთჳსცა ყოველთა მიერ საწადელ იყო ხილვად, და ხილვისა ოდენ მისისაგან დიდითა სარგებელითა აღივსებოდეს, რა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა“ (2,3).:
...თავისუფლებით სლვაჲ და მანანაჲსა ჭამაჲ.
ეგრეთვე ესენი იშიშვოდეს, ნუუკუე მოვიდეს მეუფე იგი სახიერი და დააყენნეს იგინი გზათა მათგან ურჩულოებისა მათისათა, რამეთუ ესმოდა წინაწარმეტყუელთა მიერ, ვითარმედ: მოძულე არს იგი ბოროტისაჲ და მოყუარე კეთილისაჲ, ვითარცა იტყჳს დავით: „შეიყუარე სიმართლე და მოიძულე ურჩულოებაჲ“; და ესაია ღაღადებს: „შჯიდეს სიმართლისა სასჯელითა და ამხილებდეს დიდებულთა ქუეყანისათა; და მოსრას ქუეყანაჲ სიტყჳთა პირისა მისისაჲთა და სულითა ბაგეთა მისთაჲთა აღჴოცოს უღმრთოჲ. და იყვნეს სიმართლითა მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებითა მომტკიცებულ გუერდნი მისნი“. ამის სახისათჳს შეშფოთნეს ჰურიანი იგი ბოროტისმოყუარენი. ხოლო განიხილე წინაწარმეტყუელთა ჭეშმარიტებაჲ და ყოვლისავე წინაწარმეცნიერებაჲ სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ ესეცა უკეთური გულისსიტყუაჲ ჰურიათაჲ და შფოთი გულისა მათისაჲ შობისათჳს ქრისტესისა, და ვითარ ძნელად აღუჩნდა მათ, პირველითგანვე ცნო სულითა ესაია, ამისთჳსცა იტყოდა: „ინებონ, უკუეთუმცა იყვნეს ცეცხლით შემწუარ, რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძე მოგუეცა ჩუენ“.
ჯერ-იყო უბადრუკთა მათდა სიხარული ფრიადი, რამეთუ იშვა მათ შორის მე...