მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 52:4

3. ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისჴმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისაჲ.4. ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი, არავინ არს მიერთამდე.5. არა გულისჴმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა, ვითარცა ჭამადსა პურისასა;
ფსალმუნნი თავი 52
4. ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი, არავინ არს მიერთამდე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმაყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე? და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს: ელიას უჴმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას“ (27,45-48).:

...მედ ცოცხალიღა არს და მან ქმნა ნიშები იგი დიდებული, და მოიქცენ და შეინანონ. გარნა არავინ იყო მათ შორის მეცნიერ, არავინ იყო მიერთამდე. სამარე ზეღებულ იყო ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვასა იტყოდეს. დასაჯენ იგინი, ღმერთო, უტყუ იქმნენ ბაგენი იგი მათნი მზაკუვარნი, რომელნი იტყოდეს მართლისა მის ზედა უშჯულოებასა. ; (5,11); (30,19) არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

„და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე?“ ესე თქუა მაცხოვარმან, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ არა არს წინააღმდგომ ღმრთისა, არამედ აღსასრულადმდე პატივ-სცემს მამასა, და ჰრცხუენოდის ჰურიათა, რომელნი გმობდეს მისა მიმართ. ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელისაცა სიტყუაჲ აჴსენა, რაჲთა ცნან, ვითარმედ ეწამების შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა.

ხოლო ვითარ თქუა, თუ: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე“? არა თუ იგი დატეობილ იყო მამისაგან ანუ თჳსისა ღმრთეებისაგან, არამედ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ვითარმედ შეიმოსა რაჲ ბუნებაჲ ჩუენი, ყოველივე ჩუენი იჩემა; და აწცა ჩუენსა მას საქმესა თავსა შორის თჳსსა გამოსახავ...

სრულად ნახვა