ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა: შენ იტყჳ. და შესმენასა მას მღდელთმოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო“ (27,11-12).
იცოდეს მღდელთა მათ სიცრუისათა და მოხუცებულთა მათ, და-ძუელებულთა უშჯულოებითა, ვითარმედ პილატეს არაჲ ზრუნვაჲ აქუნდა საქმეთათჳს შჯულისათა, რამეთუ კაცი იყო წარმართი; ამის-თჳს ესე შესმენაჲ წინაუყვეს, ვითარმედ: მეფედ ქადაგებს თავსა თჳსსა, რაჲთამცა ესრეთ თანამდებ სიკუდილისა ყვეს,...