...იდოდა, არამედ ძაღლად სახელ-სდვა მათ და ჰურიათა - შვილად. ხოლო ვინაჲთგან უშჯულოთა მათ არა შეჰრცხუენა, არცა შეძრწუნდეს ჴელისა მიყოფად მის ზედა, წინაუკუმოიქცა სახელი ესე, და იქმნეს იგინი ძაღლ და გამოეჴუნეს საღმრთოჲსა მის საზრდელისაგან, ვითარცა თქუა მათთჳს დავით: „მიიქცენ მწუხრი და [და]ყმებოდიან, ვითარცა ძაღლნი“. ხოლო წარმართთა შეიწყნარეს ქადაგებაჲ მოციქულთაჲ, და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი.
ხოლო რაჲსათჳს ესოდენი აჩუენა უფალმან დედაკაცსა მას მძიმედ შეწყნარებაჲ ვედრებისა მისისაჲ? არა თუ არა ენება მიცემად მისა თხოვაჲ იგი, რამეთუ უკუეთუმცა არა ენება, არცამცა მიეცა, არამედ იცოდა უფალმან, თუ ვითართა სიტყუათა ეგულებოდა დედაკაცსა მას თქუმად. ამისთჳს ჰყოვნიდა მინიჭებად მისა, რაჲთა გამოაცხადოს გონებაჲ მისი, სავსე სიბრძნითა და სარწმუნოებითა და სიმდაბლითა. და ვითარცა-იგი ასის-თავსა მის ზე ქმნა, რამეთუ თქუა: „მოვიდე და განვკურნო იგი“, რაჲთა გამოცხადნეს სარწმუნოებაჲ მისი, ვითარ მიუგო, ვითარმედ: „არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ“; და წიდოვნისა მისთჳს იტყოდა: „ვინ შემახო მე?“...