მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 62:3

2. ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ; სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა; რაოდენჯერმე არს ჴორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, და უგზოსა და ურწყულსა?3. ესრეთ წმიდასა შინა გეჩუევნო შენ, რათა ვიხილო მე ძალი და დიდებაჲ შენი.4. რამეთუ უმჯობეს არს წყალობაჲ შენი უფროს საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
ფსალმუნნი თავი 62
3. ესრეთ წმიდასა შინა გეჩუევნო შენ, რათა ვიხილო მე ძალი და დიდებაჲ შენი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ეს ცეცხლით ანთებული სულის სიტყვებია? სადაც ღმერთის სიყვარულია, იქ ყოველივე ბოროტი ქრება; სადაც ღმერთის ხსოვნაა, იქ ცოდვათა დავიწყებაა და ბოროტებათა განადგურება. „ესრეთ წმიდასა შინა გეჩუევნო შენ, რათა ვიხილო მე ძალი და დიდებაჲ შენი“ (). რას ნიშნავს „ესრეთ“? ამ ლტოლვითო, ამბობს, ამ სიყვარულით, რათა ვიხილო შენი დიდება, რომლის ხილვაც დედამიწის ყოველ ადგილას შეიძლება. მაგრამ ხელთ არსებული რომ არ მივატოვოთ და გარეშე საკითხი არ შემოვიტანოთ, მსმენელს დილის იმ ფსალმუნის შესახებ უკვე ნათქვამზე მივუთითებთ და ახლა წინამდებარეს შევეხოთ.

მაშ, რას ამბობს ეს ფსალმუნი? „უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი“ (). რას ამბობ? მითხარი: რადგან ღაღადე, ამის გამო ითხოვ შესმენას და ამას შესმენის გონივრულ მიზეზად აყენებ? მაშ, ახლა...

სრულად ნახვა