მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 62:2

1. ფსალმუნი დავითისი, რაჟამს იყო იგი უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა2. ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ; სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა; რაოდენჯერმე არს ჴორცი ესე ჩემი3. ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, და უგზოსა და ურწყულსა? ესრეთ წმიდასა შინა გეჩუევნო შენ, რათა ვიხილო მე ძალი და დიდებაჲ შენი.
ფსალმუნნი თავი 62
2. ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ; სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა; რაოდენჯერმე არს ჴორცი ესე ჩემი

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქრისტეს გამოჩინების სიყვარული და საღმრთო წყურვილი:

...). იხილე, რას ამბობს: „მიგდევდა სული ჩემი“ (). უბრალოდ როდი თქვა: „მიუახლოვდა", არამედ: „მიეკრა". და კვლავ: „სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა“ (). უბრალოდ როდი თქვა: „ისურვა", რათა ამ სიტყვებით სურვილის სიმძაფრე გამოეჩინა. და კვლავ: „განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი“ (). რადგან სურს, რომ მუდამ ასე მივეკრათ მას და შევეკრათ, რათა არასოდეს განვეშოროთ მას. თუ ასე მივეკრათ ღმერთს, თუ მას მივალურსმავთ ჩვენს ზრახვებს, თუ მისი სურვილის წყურვილი გვექნება, ყოველივე გვექნება, რაც გვწადია, და მომავალ სიკეთეებს მივაღწევთ.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა