მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 67:6

5. აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე.6. შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთა და მსაჯული ქურივთა; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა.7. ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმჴნითა თჳსითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარებსა.
ფსალმუნნი თავი 67
6. შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთა და მსაჯული ქურივთა; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...შესახებ იტყვის: დატოვე იგი, რადგან სხვისი გახდა. ამრიგად აჩვენებს, რომ თვით ქვრივობაც უბრალოდ აირჩიეს, განსჯით კი არა. მაშასადამე, ქვრივიც თავის ქვრივობაში ქრისტესთან არის შეკრული; რადგან ამბობს: „მამა არს ობოლთა და მსაჯული ქურივთა“ (). იგი აჩვენებს, რომ ქვრივობასაც კი სწორად არ ირჩევენ, არამედ განცხრომას ეძლევიან; მაგრამ მიუხედავად ამისა, ითმენს. და სხვა ადგილასაც ამბობს: „მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“ (). როცა მის სახელზე აღირიცხებიან, ამბობს, მაშინ „ქორწინების უნებნ. აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს“ ().

რწმენას აქ აღთქმას უწოდებს, ერთგულებას; თითქოს ამბობდეს: მოატყუეს იგი, აღთქმანი დაარღვიეს. „და ამას თანა უქმობასა ისწავებენ“ (...

სრულად ნახვა
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღმრთის სიყვარული და ქვრივთა ნუგეში:

...ა წილი: ხან მთავართა შიში, ხან ახლობელთა შენზე აღმატებული წარმატებანი. ახლა ამ ყოველივესგან გათავისუფლდი - შიშისა და ძრწოლისგან. მაგრამ ზრუნავ: ვინ გამიზრდის დატოვებულ შვილებს? „მამა არს ობოლთა" (). მითხარი, ისინი ვინ მოგცა? არ გესმის ქრისტე, რომელიც სახარებებში ამბობს: „ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა?" ().

4. ქვრივის სასოება და ობოლთა აღზრდა

ხედავ, რომ გოდება არა ჩვეულებისგან, არამედ ურწმუნოებისგან იბადება? მაგრამ, , მამის გარდაცვალების შემდეგ შვილები იმგვარად ბრწყინვალენი აღარ არიან. რატომ? ღმერთი ჰყავთ მამად და ბრწყინვალენი არ არიან? რამდენს დაგისახელებ ქვრივთა მიერ აღზრდილსა და გამოცდილად ქცეულს? ხოლო რამდენს,...

სრულად ნახვა