მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 7:6

5. ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი;6. დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა შინა დაამკჳდროს.7. აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღჳძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ.
ფსალმუნნი თავი 7
6. დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა შინა დაამკჳდროს.
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.“ ().

„უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.“ ().

1. ქუშის ერთგულება დავითის ჭირში

საჭირო იყო წმიდა წერილებისა და ისტორიული ამბების ცოდნა ისე ზედმიწევნით გვქონოდა, რომ მათი სწავლებისთვის უფრო ვრცელი სიტყვა აღარ დაგვჭირვებოდა; მაგრამ ვინაიდან ერთნი ამქვეყნიური საქმეებით არიან დაკავებულნი, სხვანი კი თავს უდებებას აძლევენ და ამ ამბებს ყურს არ უგდებენ, აუცილებელია სიტყვა უფრო გავავრცოთ და ფსალმუნის საგანზე ვილაპარაკოთ. მაგრამ ყურადღებით დაუგდეთ ყური. მაშ, რა არის ეს საგანი? „ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი“ (). სხვა ვარიანტია: „ფსალმუნი უმეცრებისათვის, დავითისა“. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის