მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 72:1

1. ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს.2. ხოლო ჩემი, კნინღადა, შემიძრწუნდეს ფერჴნი, მცირედღადა, შემიცთეს სლვანი ჩემნი.
ფსალმუნნი თავი 72
1. ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. რწმენის სიმტკიცე განსაცდელთა შორის:

...ლე, სხვა, რომელიც ამ რწმენაში ფრიად არ არის გაწვრთნილი, როგორ კოჭლობს და მღელვარებს. რადგან, თუ დავითიც ამბობს იმ ფსალმუნს, არა საკუთარი პირით ამბობს, არამედ კოჭლობით შეპყრობილთა განცდებს გადმოსცემდა, როცა ასე ამბობდა: „ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს“ ()! „ხოლო ჩემი, კნინღადა, შემიძრწუნდეს ფერჴნი, მცირედღადა, შემიცთეს სლვანი ჩემნი“ (); იგი ამას ფეხებისა და ნაბიჯების შესახებ კი არ ამბობს, არამედ კოჭლი გულისსიტყვების შესახებ. შემდეგ მიზეზსაც ურთავს და ამბობს: „რამეთუ ვეშურე უშჯულოთა“ (), ესე იგი, ხედავდა, რომ ბარბაროსები წარმატებულნი იყვნენ, იუდეველთა საქმეები კი დამდაბლებული. და კოჭლობის რა სახეს გულისხმობს? „და ვთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ჴელნი ჩემნი“ (). და საიდან მივიდა იგი ასეთი სიტყვის თქმამდე, თვითონ ამბობს: **„აჰა, ესერა, ესე ცოდვილნი წარმართებუ...

სრულად ნახვა