მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 76:14

13. და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე.14. ღმერთო, წმიდასა შინა არს გზა შენი; ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?15. შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყავი საკჳრველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი;
ფსალმუნნი თავი 76
14. ღმერთო, წმიდასა შინა არს გზა შენი; ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს“ (11,11).:

...შემსგავსებასა მათსა ჰყოფს, არამედ ესე წეს არს წერილთა შინა და მრავალგზის გულისჴმისსაყოფელად უგულისჴმოთა იქმს შემსგავსებასა შეუმსგავსებელთასა, ვითარცა იტყჳს: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“; და კუალად: „არა არს ღმერთი, ვითარ ღმერთი ჩუენი“. არა თუ შემსგავსებასა იქმს კერპთასა ღმრთისა თანა, არამედ უგულისჴმოთათჳს თქუა ესრეთ. ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან დიდად შეერაცხა ყოველთა იოვანე, და მას ჟამსა კადნიერებით მხილებამანცა მეფისამან და შეყენებამან მისმან საპყრობილედ უმეტესად-ღა აღაორძინა სახელი მისი, და აწ უფალმანცა დიდი ესე ქებაჲ წარმოთქუა მისი, მერმე უძლურებისა მისთჳს მსმენელთაჲსა თქუა ესრეთ, ვითარმედ: უმცირესად შერაცხილი ესე თქუენ მიერ სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა ვარ. და ვითარ ეგებოდა თქუმაჲ ერისა მიმართ უგულისჴმოჲსა და უმეცრისა? ხოლო რაჲ არს „სასუფეველსა ცათასა“? ესე იგი არს, ყოველსავე სულიერსა და საღმრთოსა საქმესა შინა.

მრავალნი ამის სიტყჳსათჳსცა ამაოდ ცუდადმეტყუელებენ. რომელნიმე იტყჳან: მოციქულთათჳს თქუაო; სხუანი იტყჳან: ანგელოზთათჳსო; რამეთუ ოდეს ერთგზის სამეუფოჲსა გზისაგან ვინ შესცთეს, მრავალთა უგზოთა ადგილთა შთავარდების. რამეთუ რომელი არს პირი ამის სიტყჳსაჲ, ანუ...

სრულად ნახვა