2.ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი3.და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?4.ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ:5.ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების.6.და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.7.და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?8.არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან.9.არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.10.რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა.11.ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს.12.რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი.13.რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს.14.და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს.15.რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!16.აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა17.და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით, გიგოდებდით, და არა იტყებდით.18.რამეთუ მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს.19.მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნის-მსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა.
20.მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს:21.ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი მისნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.22.ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ.23.ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანამცა დღენდელად დღედმდე.24.ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ.
25.მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა.26.ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.27.ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების.28.მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.29.აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.30.რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა მოწაფენი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ (11,1-3).
ვინაჲთგან ზემოთქუმულნი იგი ბრძანებანი ყოველნი უბრძანა მათ და წარავლინნა ქადაგებად და კურნებად, განეშორა მიერ, რაჲთა მისცეს მათ ადგილი და ჟამი ქმნად, რაჲ-იგი უბრძანა, რამეთუ არცა თუ შესაძლებელ იყო,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს“ (11,7).
მოწაფეთა მიმართ იოვანესთა ყოველივე კეთილად განაგო განმგებელმან მან ყოველთამან, რამეთუ იხილეს მათ თუალითა თჳსითა საკჳრველებანი მისნი და წარვიდეს. ხოლო ჯერ-იყო ერისა მიმართცა სიტყუაჲ, რამეთუ ესმა რაჲ იოვანეს მიერ მოვლინებული იგი სიტყუაჲ, არა იცოდეს მათ გულისსიტყუაჲ მისი, თუ რომლისა პირისათჳს ესრეთ მოუმცნო, და თქუესმცა, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი ესოდენი წამა ამისთჳს, აწ კუალადღა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე“ (11,25-26).
იხილეღა, რავდენი სახე წინაუყო ერსა მას, რაჲთამცა მოიყვანნა იგინი სარწმუნოებად: პირველად, ქებაჲ იგი იოვანესი, რამეთუ გამოაჩინა რაჲ იგი ესრეთ დიდად და საკჳრველად კაცად, დაამტკიცა, ვითარმედ ყოველივე მის მიერ თქუმული სარწმუნო არს. ხოლო მის მიერ თქუმული ყოველი...
1. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. - წარგზავნა რა მოწაფენი, იგი დამშვიდდა და სასწაულებს აღარ აღასრულებდა, არამედ მხოლოდ სინაგოგებში ასწავლიდა. აქ რომ დარჩენილიყო და სნეულნი განეკურნა, მაშინ მოწაფეებს აღარ მიმართავდნენ. ამიტომ, განკურნების საშუალება მათაც რომ ჰქონოდათ, თვითონ წავიდა.
2-3. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ (8,20).:
...ობისაჲ, მიუგო და ჰრქუა მათ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე არს“.
და კუალად, ოდეს იოვანე მოუვლინა მოწაფენი და ჰრქუა: „შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ“. არა სიტყუათა მიმართ, არამედ გონებისაებრ მომავლინებელისა მის მისცა პასუხი; და ეგრეთვე, ოდეს ერსა მას ეტყოდა იოვანესთჳს.
ამითვე სახითა ამასცა მწიგნობარსა მიუგო არა სიტყჳსა მისისაებრ, არამედ გონებისა; და იხილე, რაბამსა სახესა სიმდაბლისასა აქაცა აჩუენებს, რამეთუ არა თქუა, თუ: ყოველი ძალ-მიც და ყოვლისავე ჴელმწიფებაჲ მაქუს, არამედ არაქონებაჲ აჩუენა, - „ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოსო“.
ჰხედავა გარდამატებულსა მას განგებულებისა მისისა სიმდაბლესა? ამითვე განგებულებითა ჭამდა და სუმიდა ბუნებითა კაცთაჲთა და არცა ვითარ იოვანე მარხვითა დიდითა და სიფიცხითა იქცეოდა, რაჲთა ამით ყოვლითა მიზეზი ცხორებისაჲ მისცეს ჰურიათა და ყოველსა სოფელსა. რამეთუ ამით ჯერითა მწვალებელთაცა პირსა დაუყოფს, და მათცა, რომელ-თა სიტყუანი მისნი ესმოდეს, მიიზიდვიდა სარწმუნოებად მისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ზეცით მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“ (3,31-32).:
...მეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“ (3,33)? რამეთუ აქა თჳსთაცა მოწაფეთა ამხილებს, ვითარ არა ჰრწმენა, რომელთა-იგი ამისაცა შემდგომად არავე ჰრწმენა. და ესეცა საცნაურ არს მისგან: რაჟამს-იგი იყო საპყრობილესა, მიავლინნა მისა, რაჲთამცა ჰრწმენა, რომელთა ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: „ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“. ; და ამისთჳს აქა ჰრქუა, ვითარმედ: „წამებასა მისსა არავინ მიიღებს“, ვითარმცა ეტყოდა: ნუ ჰგონებთ, თუ ტყუვილ რაჲმე არს სიტყუაჲ მისი, და ამისთჳს არა ჰრწამს მრავალთა. რამეთუ მას ყოველი რაჲ უხილავს, მას იტყჳს ჭეშმარიტსა. ხოლო ამას სიტყუასა სამხილებელადცა ჰურიათა იტყოდა, ვითარცა-იგი მახარებელმანცა დასაბამსა სიტყჳსა თჳსისასა თქუა: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“ (3,33).
თ ა რ გ მ ა ნ ი: შეაშინებს მათ და გულისხმა-უყოფს, ვითარმედ რომელსა მისი არა ჰრწმენეს, არა თუ მას ოდენ, არამედ მამასაცა განარისხებს.
...ვნეს ყოვლისა ჴორციელისა შემკულებისა დამთრგუნველ და მოღუაწებისა მოყუარე, რომელ-ესე საქმე არს სათნოებისაჲ. ამისთჳსცა აქებს უფალი წესსა ამას იოვანეს მოღუაწებისასა და იტყჳს: „რასა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან“.
ესრეთ მარადის საკჳრველ და საქებელ იყო მოქალაქობაჲ სანატრელისაჲ მის. ხოლო უკუეთუ წმიდაჲ იგი და ცისა უბრწყინვალესი და უზეშ-თაესი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ და უფროჲსი ნაშობთა დედათაჲსა ესრეთ აჭირვებდა ჴორცთა თჳსთა და ყოვლისაგანვე შუებისა და განსუენებისა განეშორა და მარხვითა და მოღუაწებითა აღასრულა ცხორებაჲ ესე, რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, რომელთა მცნებანი ქრისტესნი გუასმიან და ესოდენი ტჳრთი ცოდვათაჲ გჳტჳრთავს და არცა თუ კნინოდენსა ნაწილსა მოღუაწებისა მისისასა თავს-ვიდებთ, არამედ მთრვალობითა და ნაყროვნები-თა, სამოსლითა ჩჩჳლითა და ცხებითა ნელსაცხებელთა სურნელთაჲთა და სხჳთა ყოვლითავე შუებითა წარვაგებთ დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და ვჰყოფთ თავთა ჩუენთა ადვილად საძლეველ ეშმაკისა მიერ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ განვიდოდა მისა იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ. და ნათელს-იღებდეს იორდანესა ზედა მისგან და აღუვარებდეს ცო...