...ავფუვდეთ და ღმრთეებრივად გარდავიქმნეთ, რადგანაც უფალი ამბობს: ვიდრემდე აღაფუვნა იგი ყოვლად-ო.
34-35. ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისაჲთ(). - აქ მოყვანილია წინასწარმეტყველება, რომელიც წინასწარ გვამცნობდა თუ როგორ გვასწავლიდა იესო, სახელდობრ, იგავებით, რათა შენ არ გეფიქრა, რომ მან რაღაც ახალი საშუალება იპოვა სწავლებისა. სიტყვაც რაჲთაისე გაიგე, როგორც შედეგი საქმისა და არა როგორც აღმნიშვნელი მიზეზისა, რადგან ქრისტე ამგვარად იმიტომ კი არ ასწავლიდა, რომ წინასწარმეტყველება აღსრულებულიყო, არამედ, პირიქით, რაკიღა იგავებით ასწავლიდა, საქმით გამოჩნდა, რომ წინასწარმეტყველება აღსრულდა მასზე.
თჳიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ - მხოლოდ მაშინ, თორემ ყოველთვის იგავებით როდი საუბრობდა. უფალი იტყოდა მას, რაც დასაბამიდან სამყაროსა დაფარული იყო, რადგან ზეციური საიდუმლოებანი თვითონ განგვიცხადა.
13:36-43 — ღვარძლის იგავის განმარტება
36. მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა.- ხალხი მაშინ გაუშვა, როცა ნახა, რომ სწავლებისაგან სარგებლობას ეეღარ იღებდა. იგავებით...