...მან მიიღოს ნიჭი საკჳრველებისა მისისაჲ; და რომელ-იგი მამათა მათთა უდაბნოსა ზედა შეუძლებელად შეერაცხა და იტყოდეს: „ჴელ-ნუ-იწიფოსა ღმერთმან განმზადებად ტაბლაჲ უდაბნოსა?“ და კუალად იტყოდეს: „პურის-ცემადცა ნუ უძლოსა ღმერთმან, ანუ განმზადებად ტაბლაჲ ერსა თჳსსა?“ ესევითარი ესე საკჳრველებაჲ ესერა საქმით უჩუენა. ამისთჳს უდაბნოდ აღიყვანნა, რაჲთა უეჭუელ იყოს საქმე იგი და ვერვინ თქუას, თუ მახლობელისა მისგან დაბისა მოიღეს ჭამადი. ამისთჳს ადგილსაცა აჴსენებს და ჟამსაცა, რამეთუ მწუხრი იყო. და ამასცა ვისწავებთ საქმისა ამისგან, თუ ვითარ ნეტართა მათ მოწაფეთა გარეწარად და შეურაცხად აქუნდა ჴორციელი ზრუნვაჲ. ამისთჳსცა ათორმეტთა ადგილსა უდაბნოსა მიმავალთა სხუაჲ არარაჲ აქუნდა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი; რამეთუ ყოველივე მოსწრაფებაჲ მათი სულიერსა ზედა იყო, და მცირედნიცა იგი პურნი, უბრძანა რაჲ უფალმან მიცემად ერისა მის, გულსმოდგინედ მისცეს და არა თქუეს, თუ: ჩუენ ვინაჲ გამოვიზარდნეთ? რაჲთა ვისწაოთ ჩუენ, დაღაცათუ მცირედი გუაქუნდეს, მის მცირედისაგანცა მიცემაჲ გლახაკთაჲ. რამეთუ რომელმან მაშინ უბრძანა მათ, იგივე არს, რომელი აწ გჳბრძანებს.
ხოლო ვინაჲთგან გულსმოდგინედ და უდრტჳნველად წინაუყვნეს პურნი იგი და თე...