ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ. და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა“ (13,53-54).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს წარვიდა მიერ ადგილით? ამისთჳს, რამეთუ ენება ყოველთა ადგილთა თესვად სიტყჳსა მისისა. ხოლო მამულად მისა აწ ნაზარეთსა იტყჳს, რომლისათჳს თქუა ქუემორე, ვითარმედ: „არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს“,1 ხოლო კაპერნაუმს შინა მრავალნი ქმნნა სასწაულნი. ამისთჳსცა იტყოდა: „ხოლო შენ, კაპერნაუმ,...






