...ბათა, რამეთუ თჳთ სახელი ესე სასწაულთაჲ არა მარადის კეთილსა ზედა მოიღებვის, ვითარ-იგი უფალი ითქუმის სასწაულად სიტყჳსსაგებელად; ვინაჲთგან არს მრავალგზის, რომელ არა ხოლო ურგებ, არამედ მავნებელცა ექმნებიან სასწაულნი ურწმუნოთა და განდრეკილთა. ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი ვედრებით ითხოვს: "ყავ ჩუენ თანა სასწაულ კეთილ" (); ვითარ-ესე აწ თჳთ მოციქული იტყჳს ურწმუნოთა მიერ თქუმად სასწაულსა მას ზედა ენათასა, ვითარმედ: "ჰბორგთ". ხოლო მორწმუნეთა არარად ეჴმარებიან სასწაულნი, რამეთუ თჳთ მადლითა ღმრთისაჲთა მორწმუნე არიან, არამედ ურწმუნოთათჳს იქმნებიან იგინი, რაჲთა სარწმუნოებად მომყვანებელ ექმნნენ მათ.
მოციქულისაჲ: ხოლო წინაჲსწარმეტყუელებაჲ არა ურწმუნოთათჳს, არამედ მორწმუნეთათჳს (14,22).
თარგმანი: ამას ადგილსა ურწმუნოდ უკურნებელად სნეულთა მათ იტყჳს, რომელთა არარად სარგებელ ეყოფვის წინაჲსწარმეტყუელებაჲ, თჳნიერ მორწმუნეთა ოდენ. ხოლო ქუემო-რე ურწმუნოთაცა სარგებელ, ყოფასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელებისასა, რაჟამს ემხილოს და განიკითხოს ყოველთა მიერ. ესე ურწმუნოჲ არა უკურნებელად სნეული არს, არამედ სარწმუნოებად მომავალი. და ამისთჳს ფრიად საჴმარ არს ხილვაჲ სასწაულთაჲცა და წინაჲსწარმეტყუელებათაჲ. ხოლო უკურნებელად სნეულისა მისთჳს ზოგად ყოველივე უჴმარ არს.