მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 9:2

1. დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი2. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,3. ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო.
ფსალმუნნი თავი 9
2. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მე ჴსენებისათჳს საშჯელისა:

...6,10);

ხოლო ვინ არიან, რომელნი აღდგომასა ურწმუნო არიან? არამედ იგინი, რომელნი ვლენ გზასა ბილწსა და ცხორებასა არაწმიდასა, ვი-თარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსა ჟამსა, და მიღებულ არიან სამართალნი მისნი პირისა მისისაგან“. რამეთუ შეუძლებელ არს, თუმცა ვის აქუნდა ცხორებაჲ კეთილი, და იგიმცა ურწმუნო იყო აღდგომასა, რამეთუ რომელთა არარაჲ ღირსი ტანჯვისაჲ აქუნდეს, მათ უფროჲსად ჰრწამს და უხარის, რაჲთა მიიღონ კეთილთა მათთა ნაცვალი.

აწ უკუე ნუმცა განვარისხებთ მას, ჵ ძმანო, არამედ ვისმინოთ სიტყუაჲ მისი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „გეშინოდენ მისა, რომელსა ძალ-უც სულთა და ჴორცთა გეჰენიასა შინა წარწყმედაჲ“, ; რაჲთა შიშისა მის მიერ მოვიქცეთ კეთილისა მომართ და განვეშორნეთ წარწყმედისაგან და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამაჲ არავის შჯის, და ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).:

...თ შეუძლოთ ყოფად სათნოებასა შინა. რამეთუ ვითარცა რომელმან დღჱ იგი სულისაგან თჳსისა აღმოიგდოს, ვითარცა უაღჳროჲ კლდეთა შინა და კაპანთა შთავარდების, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსა ჟამსა“; და მერმე მიზეზიცა თქუა მის საქმისაჲ, ვითარმედ: „მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა“. ეგრეთვე რომელსა მარადის შიში აქუნდეს, კეთილი-თა მოქალაქობითა იყოფვის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იჴსენებდი აღსასრულსა შენსაო და უკუნისამდე არა სცოდო“. რამეთუ რომელიიგი აწ ცოდვათა ჩუენთა შეგჳნდობს, მას ეგულების შჯაჲ ჩუენი; რომელი ჩუენთჳს მოკუდა, იგი არს, რომელმან განიკითხოს ბუნებაჲ ჩუენი. ამისთჳსცა იტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს თქუას, ვითარმედ: „ყოველი საშჯელი მოსცა ძესა“, „ყოველსა“ იტყჳს, ვითარმედ უფალი არს პატივის-ცემისა და ტანჯვისაჲ. რამეთუ იხილა ბუნებაჲ კაცთაჲ უგულისხმო, და ვითარმედ არა ესრეთ მოდრკებიან კეთილისა ქადებითა, ვითარ შიშითა ტანჯვისაჲთა, ამისთჳს მიუთხრა ესე, რაჲთა ნუუკუე შიშმან მოიყვანნეს პატივად მისა. ხოლო სი...

სრულად ნახვა